19 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 იანვარს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:

დასავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით -3, +2°.

აღმოავლე საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევარში უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ქალაქის გარეუბნებში ღამით და დღის მეორე ნახევარში ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -3, +2°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით და დღის მეორე ნახევარში დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3, დღისით +6°.