თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება დღეს?

ელექტროენერგია

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 21 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის I, II, III კვარტლების და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს, გამსახურდიას, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.