1737200223
თოვლი, ძლიერი ქარი და შტორმი |18-20 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).
1737265500
19 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 იანვარს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:დასავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით -3, +2°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევარში უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ქალაქის გარეუბნებში ღამით და დღის მეორე ნახევარში ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -3, +2°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით და დღის მეორე ნახევარში დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3, დღისით +6°.
1737205142
რამდენს მიიღებს მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვის დამარცხების შემთხვევაშიUFC 311-ზე მერაბ დვალიშვილსა და დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვს შორის 19 იანვარს დაგეგმილი ბრძოლა არა მხოლოდ სპორტული დაძაბულობისა და მონაწილეთა შორის კონფლიქტის გამო, არამედ ქართველი მებრძოლის ჰონორარის ოდენობის მხრივაც საინტერესოა.იმის გამო, რომ ეს ბრძოლა ქართზე მეორე ხაზს იკავებს, მებრძოლები თანხას არა მხოლოდ ფიქსირებული საფასურიდან მიიღებენ ოქტაგონზე შესვლისთვის, არამედ PPV (pay-per-view), ანუ სამაუწყებლო გაყიდვებიდანაც პროცენტული წილი ეკუთვნით. ასეთი ბონუსები საგრძნობლად ზრდის მათ შემოსავალს, მით უმეტეს, თუ ტურნირი სამაუწყებლო გაყიდვების კუთხით კარგ შედეგებს აჩვენებს.მაგალითად, შონ ო'მალისთან ბოლო ბრძოლისთვის მერაბ დვალიშვილმა 1.43 მლნ დოლარი გამოიმუშავა. აქედან 500 000 დოლარი მისი მონაწილეობის საფასური, 100 ათასი დოლარი მოგების ბონუსი, 800 000 დოლარი PPV-გაყიდვების პროცენტი, ხოლო 32 ათასი დოლარი სპონსორების მხრიდან წახალისება იყო.მართალია, UFC 311-ზე ჰონორარის ზუსტი მონაცემები საჯაროდ არ მჟღავნდება, თუმცა საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ დვალიშვილის მთლიანი შემოსავალი სოლიდური იქნება, რაც მის, როგორც UFC-ის ჩემპიონის სტატუსსა და ბრძოლის დიდ რეზონანსს ასახავს.კერძოდ, მოელიან, რომ UFC 311-ისთვის დვალიშვილის საბაზისო ხელფასი წინაზე მაღალი, პოტენციურად, 500 000-დან 600 000 დოლარამდე დიაპაზონში იქნება. გაზრდილი ფსონებისა და მაყურებლის მატების გათვალისწინებით, საბაზისო ხელფასის გარდა, დვალიშვილი მოგების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბრძოლაში მონაწილეობის ბონუსსაც მიიღებს. მას, ასევე, წილი PPV-შემოსავლიდან და პირადი სპონსორობიდანაც გადაეცემა.ცნობისთვის, მერაბ დვალიშივილსა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა, თბილისის დროით, 19 იანვრის დილას გაიმართება. ბუკმეკერები ფავორიტად ნურმაგომედოვს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება.შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 2024 წლის 15 სექტემბერს ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დვალიშვილისთვის UFC-ში ეს გამარჯვება ზედიზედ მე-11 იყო. ამასთანავე, დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 22 ბრძოლიდან 18 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა. ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.რაც შეეხება UFC-ის საჩემპიონო ქამარს, ის დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის საჭირო მასალებით: ოქრო, ვერცხლი და ტყავის სარტყელი. Sportskeeda-ს ინფორმაციით, ქამრის დამზადებისთვის დაახლოებით 2 ფუნტი ოქროა საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ ფანებისთვის შესაძლებელია UFC საჩემპიონო ქამრების ასლის შეძენა, რომელთა ფასები განსხვავებულია. UFC Collectibles-ის მონაცემებით, ასლის ფასი 299 დოლარიდან იწყება და ხელმოწერილის შემთხვევაში 3 999 დოლარსაც კი აღწევს.
1737177180
თოვლი, ძლიერი ქარი და შტორმი |18-20 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).
1737176460
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება დღეს?თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 21 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდებადიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის I, II, III კვარტლების და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს, გამსახურდიას, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1737104898
„ცვლილება გარდაუვალია - რძის ნაწარმზე ფასი 10-15%-ის ფარგლებში გაიზრდება“„რძის ნაწარმის თითქმის სრულ ასორტიმენტზე კომპანიას მოუწევს 10-15%-ის ფარგლებში ფასის გაზრდა, მხოლოდ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო,“ - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ განაცხადა.შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 1-ლი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს დედაქალაქში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ. შეზღუდვა 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს.„მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქციაზე რძის ნაწარმზე, ფასის კორექტირება ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება. ამის მიზეზი კი დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც პირველი იანვრიდან სადისტრიბუციო მანქანებისთვის დილის საათებში გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს. რძის ნაწარმი იმ ტიპის პროდუქცია გახლავთ, რომლის მომარაგებაც იმ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით ხდება, რომელსაც შეზღუდვა ეხება. ფასის ცვლილება გარდაუვალია. მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დამატებით ფინანსური ხარჯების გაღების აუცილებლობას იწვევს. ფასის კორექტირების გარეშე კომპანიები ფიზიკურად ვერ მოახდენენ ოპერირებას. რძის ნაწარმის თითქმის სრულ ასორტიმენტზე კომპანიას მოუწევს ფასის 10-15%-ის ფარგლებში ზრდა.როცა დოკუმენტებს წარვადგენდით, მივუთითებდით, რომ ეს გამოიწვევდა ნებისმიერ შემთხვევაში ფასის ზრდას, თუკი ეს გადაწყვეტილება ამ ფორმით იქნებოდა მიღებული, სამწუხაროა რაც მივიღეთ. გასული თვეების განმავლობაში დედაქალაქის მერია სხვა ტიპის რეგულაციაზე საუბრობდა, რაც ღამის საათებში მიწოდების შემოღების ვალდებულებას გულისხმობდა. 2024 წლის ბოლოს, გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე გავიგეთ, რომ რეგულაცია დილის გადაადგილების შეზღუდვის ნაწილში შეგვაქვს. ბიზნესი ამიტომ აღმოჩნდა მოუმზადებელი და თუკი მერიაში აცხადებენ, რომ ბიზნესს ერთი წელი ჰქონდა ამისთვის მოსამზადებლად, ეს სიმართლესთან ვერ იქნება ახლოს, გამომდინარე იქიდან რომ თვეების განმავლობაში სხვა ტიპის რეგულაციაზე იყო საუბარი, რომელსაც სხვა ტიპის გადაწყობა და მომზადება სჭირდებოდა,“ - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.ცნობისთვის, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. ეს შეზღუდვა 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის.რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.შეზღუდვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. კანონის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.bpn.ge