2025 წლის TOP-10 პოპულარული ტურისტული მიმართულება - Google-ის ანგარიში

ტურიზმი

2025 წელს ყველაზე ხშირად მოძიებული ქალაქი ბილბაო იყო, - ამის შესახებ ირკვევა Google-მა ყოველწლიური ანგარიშიდან, რომელიც ასახავს 2025 წლის ტურისტულ ტენდენციებსა და ყველაზე ხშირად მოძიებულ ქალაქებს.

Google-ის მონაცემებით, მოგზაურებმა გასული წელი ისეთი თემების ძიებაში გაატარეს, როგორიცაა შაბათ-კვირის დასვენება, ოჯახური აქტივობები, მარტო მოგზაურობა, საუკეთესო წიგნის მაღაზიები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ყველაზე ხშირად პოპულარულ ტურისტულ ქალაქს შორის 4 ესპანური ქალაქი იყო: ბილბაო, სანტანდერი, იბიცა და მალაგა.

10 პოპულარული ტურისტული მიმართულება

  • ბილბაო, ესპანეთი;
  • ბარბადოსი;
  • დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები;
  • სანტანდერი, ესპანეთი;
  • იბიცა, ესპანეთი;
  • კრაკოვი, პოლონეთი;
  • მალაგა, ესპანეთი;
  • რეიკიავიკი, ისლანდია;
  • ბაზელი, შვეიცარია;
  • დიუსელდორფი, გერმანია.