1768462529
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
16 იანვარს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +4, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.
თოვლი მოსალოდნელი ოზურგეთშიც, დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0. ბათუმში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +4, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი სოხუმში. +5 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +0 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამით კი -17 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშც თოვლია მოსალოდნელი. ჰაერი დღისით +3 გრადუსია, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით -2 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, -1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -16 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლს ვარაუდობენ გორშიც, დღისით 0 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით 3, ღამით კი -16 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავშიც, +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ნავარაუდევი რუსთავშიც, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.



