1768387029
Starlink-ის ინტერნეტი ირანში უფასო გახდა
Starlink-ის ინტერნეტი ირანში უფასო გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ტექნოლოგიური ექსპერტის თქმით, რომელიც ირანელ Starlink-ის მომხმარებლებთან კონტაქტში იმყოფება, ილონ მასკის SpaceX ამჟამად თანამგზავრული სერვისის საშუალებით მათ უფასო ინტერნეტს სთავაზობს.
გამოცემის ცნობით, მოხმარებლებს სააბონენტო გადასახადი სამშაბათიდან გაუუქმდათ.
Starlink-ის ინტერნეტის ირანისთვის უფასო მიწოდებას წინ უძღვოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს შორის სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც სწორედ ირანში Starlink-ის თანამგზავრულ ინტერნეტზე უფასო წვდომა განიხილეს.
ცნობისათვის, უკვე მესამე კვირაა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები იმართება. ქვეყანაში მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. პროტესტი გრძელდება, ირანის ისლამისტური რეჟიმის რეპრესიები კი სულ უფრო სისხლიანი ხდება. სხვადასხვა მონაცემებით, აქციების დროს გარდაცვლილთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აჭარბებს.აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ მასობრივი პროტესტის საპასუხოდ ირანში ინტერნეტი სრულად გათიშა.



