8 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ოთხშაბათს, 8 იანვარს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +6, +11°; მაღალ მთაში ღამით -12, -7°, დღისით +3, +8°.

აღმოავლე საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +3, +8°; მაღალ მთაში ღამით -14, -9°, დღისით +1, +6°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1, დღისით +8°.