არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება ჩვენთვის ზედმეტად განვითარებულები იყვნენ, რათა მათი დაფიქსირება შევძლოთ – ახალი კვლევა

სამყარო

ირმის ნახტომის ასაკიდან და ზომიდან გამომდინარე, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მასში მრავალი გონიერი ცივილიზაცია უნდა არსებობდეს. თუმცა, სად არიან ისინი? ახალი კვლევის მიხედვით, ისინი ჩვენთვის ზედმეტად განვითარებულები უნდა იყვნენ, რათა მათი დაფიქსირება შევძლოთ.

თუკი არამიწიერი ცივილიზაციები დედამიწას უყურებენ, უნდა შეეძლოთ ჩვენი მზის პანელების მიერ არეკლილი ნათების დაფიქსირება. ამიტომ, ამერიკელმა მკვლევრებმა მაგიდები გაცვალეს, რათა გაერკვიათ, შეგვიძლია თუ არა არამიწიერი სიცოცხლის ამავე გზით დაფიქსირება.

მკვლევრებმა ჩაატარეს დედამიწის მსგავსი პლანეტის სიმულაცია, რომელზეც სხვადასხვა ოდენობის მზის პანელები იყო; შემდეგ შეამოწმეს, დააფიქსირებდა თუ არა ამ პანელებს 30 სინათლის წლის მანძილზე მდებარე მოწინავე ტელესკოპი.

როგორც ჩანს, ტელესკოპს მათი დაფიქსირება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ ოდნავ. მზის პანელებით პლანეტის ხმელეთის დაახლოებით 23 პროცენტი უნდა იყოს დაფარული, რათა ამ მეთოდით მათი დაფიქსირება მოხერხდეს. ამას გარდა, ტელესკოპს ასობით საათი სჭირდება, რათა ეს სიგნალი ფონური ხმაურისგან გამოარჩიოს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძლიერ მოწინავე ცივილიზაციათა პოვნა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორც ტექნოლოგიურად საკმარისად განუვითარებლების.

კოსმოსში სიცოცხლის ნიშნებს ასტრონომები აქტიურად ეძებენ. მათ შორის, ბიოხელწერებს — მაგალითად, მეთანს პლანეტის ატმოსფეროში; ასევე ტექნოხელწერებს, მაგალითად, რადიოგამოსხივებებს.

ახალ კვლევაში ტექნოხელწერად მზის პანელები აირჩიეს, რადგან როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, ისინი ულტრაიისფერ სინათლეს სხვა ტალღისსიგრძეებზე მეტად ირეკლავენ. ამან მკვლევრებს არა მხოლოდ ძებნის მკაფიო ნიშანი მისცა, არამედ ის მომენტიც არის, რომ მზის პანელები ცივილიზაციისთვის ლოგიკური არჩევანია ენერგიის საწარმოებლად, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ბევრია კოსმოსში სილიციუმი და ვარსკვლავთა სინათლე.

თუმცა, როგორც ჯგუფმა დაადგინა, მზის ენერგიის ზედმეტად ეფექტიანია, რათა კარგი ტექნოხელწერა იყოს.

მკვლევრებმა პირველ რიგში დაიანგარიშეს, ხმელეთის რა ნაწილი უნდა ყოფილიყო საჭირო მზის პანელებისთვის, რათა მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის ენერგია გამოიმუშაონ; ამისათვის 2022 წლის მონაცემებს დაეყრდნენ. ამისათვის საჭირო აღმოჩნდა ხმელეთის მხოლოდ 2,4 პროცენტი, იმ შემთხვევაშიც კი, მზის ენერგია რომ ჩვენთვის ენერგიის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდეს.

10-მილიარდიან პლანეტას მზის პანელებისთვის ხმელეთის მხოლოდ სამი პროცენტი დასჭირდება. ცხოვრების მაღალი სტანდარტების მქონე 30 მილიარდი ადამიანისთვისაც კი, მზის პანელებისათვის ხმელეთის 9 პროცენტზე ნაკლები იქნებოდა საჭირო.

მზის პანელებისთვის ხმელეთის 30 პროცენტის დათმობა უბრალოდ საჭირო არ არის. მაგრამ სწორედ ამდენია საჭირო, რათა ისინი შევნიშნოთ. შესაბამისად, როგორც ჯგუფი ასკვნის, ამ მეთოდით არამიწიერი ცივილიზაციების პოვნა შესაძლებელი არ არის.

ამას კი დიდი გავლენა აქვს ფერმის პარადოქსზე, რომელიც მიუთითებს დიდ შეუსაბამობაზე — თუ რამდენად გავრცელებული უნდა იყოს არამიწიერი სიცოცხლე სამყაროში და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებათა არარსებობას შორის.

ირმის ნახტომი იმდენად დიდი და ხნიერია, რომ სტატისტიკურად, სავსე უნდა იყოს გონიერი ცივილიზაციებით, რომლებსაც კოლონიზებული უნდა ჰქონდეთ საკუთარი ვარსკვლავური სისტემა ან მეზობელი ვარსკვლავებიც; ასევე რამდენიმე ისეთი ცივილიზაციაც უნდა იყოს, რომლებიც გალაქტიკის მასშტაბით უნდა იყვნენ გავრცელებული.

ყველაზე გავრცელებული ახსნის მიხედვით, დედამიწა „ქალაქის“ წყნარ უბანშია, ანდაც საკმარისად არ ვეძებთ ან არ ვეძებთ შესაბამისი ტექნოლოგიებით. შესაძლოა, განზრახ ვართ გარიყულნი. ან რაც ყველაზე საშინელი შეიძლება იყოს — მთელ სამყაროში მართლაც მარტონი ვართ.

ახალი კვლევა სხვა შესაძლებლობას უშვებს. ვრცლად პირველ არხზე