Balenciaga ბანანისგან სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

Balenciaga

ბრიტანულ სტარტაპ Ananas Anam-ის მიერ ფეხსაცმლების წარმოებაში ანანასისგან მიღებული ქსოვილის გამოყენების შემდეგ მოდის ინდუსტრიაში ფეხს კიდევ ერთი ეკომეგობრული მასალა - ბანანი იკიდებს.

შვეიცარიულმა მოდის კომპანია QWSTION-მა მოდის სახლ Balenciaga-სთან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც იგი ბანანის ბოჭკოვანი ქსოვილისგან, ე.წ. Bananatex-ისგან დამზადებულ სპორტულ ფეხსაცმლებს გამოუშვებს. ამ ტექნოლოგიის შემუშავება დაახლოებით სამწლიანი ლაბორატიული კვლევების შედეგია.

,,ბანანატექსი“ გამძლე ქსოვილია, რომელიც ფილიპინების მაღალმთიანეთში მოყვანილი აბაკას ბუნებრივი ბანანის ბუჩქისგან მიიღება. ეს უკანასკნელი პესტიციდებს, სასუქებს ან დამატებითი წყალს არ საჭიროებს. გარდა ამისა, Vegconomist-ის თანახმად, მას შეუძლია პალმის პლანტაციებისგან განადგურებულ ადგილებში ტყის მასივებისა აღდგენასა და ბიომრავალფეროვნებას შეუწყოს ხელი. 

„ბალენსიაგა და ბანანატექსი! შესანიშნავი სიახლე! საკულტო Triple S, რომელიც 100%-ით ახალი თაობის მცენარეული ქსოვილისგანაა დამზადებული. მომავალში კიდევ მრავალი ასეთის ხილვას ველით!“ – წერს ჰანეს შენეგერი, QWSTION და Bananatex-ის თანადამფუძნებელი.

Bananatex ბოლო დროს სინთეზური მასალის ჩანაცვლების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად განიხილება. მას ეკომეგობრულობისა და დიზაინის მეოხებით მრავალი ჯილდო აქვს მიღებული.

„ბანანატექსი იმ სამი ბრენდიდან ერთ-ერთია, რომლებმაც 2024 წელს წელს ქსოვილები Vegan-ის სავაჭრო ნიშნით დაარეგისტრირეს. ეს ტექსტილის ინდუსტრიაში მართლაც მნიშვნელოვანი წინსვლაა. ვიმედოვნებთ, რომ Bananatex-ის ინოვაციის მეშვეობით ბაზარზე უფრო მეტი ვეგანური პროდუქტი შემოვა, რაც დაამტკიცებს, რამდენად ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ვეგანური მოდა!” ციტირებს EastFruit-ის გამოცემა Vegan Trademark-ის სერტიფიკაციის სპეციალისტს, ჯოდი ბრაუნს.

მსგავს ტექნოლოგიას აქამდე ესპანურმა სტარტაპ Indianes-მაც მიმართა, რომელმაც ბანანის ბოჭკოსგან დამზადებული ბიოდეგრადირებადი ფეხსაცმლის, Banana Fiber-ის ხაზი გამოუშვა. ასეთი ფეხსაცმელი, ტრადიციულებისგან განსხვავებით, ორ წელიწადზე ნაკლებ დროში არ ზიანდება.

ბანანი არ არის პირველი მასალა, რომელიც მოდის ინდუსტრიაში ამ მიზნით გამოუყენებიათ: 2021 წელს ფილიპინურ ხილის კომპანია Dole-სა და ბრიტანულ სტარტაპ Ananas Anam-ს შორის შეთანხმების საფუძველზე ამ უკანასკნელმა ანანასისგან მიღებული ქსოვილისგან, ე.წ. Pinatex-ისგან დამზადებული სპორტული ფეხსაცმლის დამზადება დაიწყო. ,,პინატექსი“ დღესდღეობით ისეთი კომპანიების მიერ გამოიყენება, როგორებიცაა Nike, H & M, Paul Smith და Hugo Boss. როგორც Ananas Anam ითვლის, ,,პინატექსის’’ ყოველი კვადრატული მეტრი ცხოველურ ტყავთან შედარებით გამოყოფილ ნახშირბადს 8 კგ-ით ამცირებს.