ბიორობოტიკის ერა - რა ფუნქცია აქვს რობოტს, რომელიც ნახევრად სოკო და ნახევრად მანქანაა

სოკო

ბორბლებიანი, რბილი ტანის რობოტ ვარსკვლავს ხუთი მოძრაობის შესრულება შეუძლია. ერთი შეხედვით, ეს მარტივი ქმნილებებაა, რომელიც ჩვეულებრივი ელექტროენერგიით იკვებება, მაგრამ სინამდვილეში ის შესაძლოა, სრულიად ახალი - ბიორობოტების განვითარების ეპოქის საფუძველი იყოს, რადგან, ამ რობოტს ცოცხალი არსება - სოკო აკონტროლებს.

როგორც cnn წერს, სოკოს მიცელიუმის, ანუ ძაფების მსგავსი ფესვები რობოტის აპარატში იზრდება.

ორი “სხეული“ კორნელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შექმნა - ისინი გრძნობენ და რეაგირებენ გარემოზე სოკოს მიერ წარმოქმნილი ელექტრული სიგნალებისა და სინათლის მიმართ მისი მგრძნობელობის საფუძველზე.

აღნიშნული რობოტი არის მეცნიერთა უახლესი მიღწევა “ბიოჰიბრიდული რობოტების“ სახელით ცნობილი დარგში, რომლებიც ცდილობენ გააერთიანონ ბიოლოგიური, როგორიცაა მცენარეები და ცხოველური უჯრედები, რათა შექმნან ნაწილობრივ ცოცხალი და ნაწილობრივ ინჟინერიული არსებები.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს რობოტი მედუზა დამოუკიდებლად შეძლებს ოკეანეების გამოკვლევას.

„ბიოჰიბრიდიზაცია არის მცდელობა ვიპოვოთ კომპონენტები ბიოლოგიურ სამყაროში, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რათა დავეხმაროთ ხელოვნურ სისტემებს უკეთ იმუშაონ“, - დასძინა კვლევის უფროსმა ავტორმა, ჟურნალში Science Robotics.

ნახევრად სოკო, ნახევრად მანქანა

გუნდმა სოკოს - Pleurotus eryngii გაშენება ლაბორატორიაში დაიწყო. მკვლევრებმა აირჩიეს სოკოს ეს სახეობა, რადგან ის ადვილად და სწრაფად იზრდება.

მათ სოკოს ძაფისებრი სტრუქტურები - მიცელიუმი განავითარეს, რომელსაც შეუძლია შექმნას ქსელები. დაბოლოებებს აქვთ უნარი შეიგრძნონ, დაუკავშირდნენ და გადაიტანონ საკვები ნივთიერებები ძაფებში - ის ფუნქციონირებენ როგორც ნეირონები თავის ტვინში.

მიცელიუმი აწარმოებს მცირე ელექტრულ სიგნალებს და შეიძლება დაუკავშირდეს ელექტროდებს.

ერთ-ერთმა ინჟინერმა შექმნა ელექტრული ინტერფეისი, რომელიც ზუსტად კითხულობს მიცელიის ელექტრულ აქტივობას, შემდეგ ამუშავებს და გარდაქმნის მას ციფრულ ინფორმაციად, რომელსაც შეუძლია გაააქტიუროს რობოტის მოძრავი ნაწილები.

შედეგად, რობოტებმა შეძლეს სიარული და გადატრიალება მიცელიის მიერ წარმოქმნილ ელექტრული მწვერვალების საპასუხოდ.

ბიოჰიბრიდული რობოტიკა რეალურ სამყაროში

სოკოებით კონტროლირებად ტექნოლოგიას შეიძლება ჰქონდეს გამოყენება სოფლის მეურნეობაში.

“რობოტების პოტენციალი შეიძლება იყოს ნიადაგის ქიმიის შესწავლა მწკრივ კულტურებში. შეძლებს გადაწყვიტოს, როდის დაუმატოს სასუქი და ა.შ.“ - განუცხადა კვლევის ავტორმა Cornell Chronicle-ს.

ცოცხალი სოკოების გამოყენებით ლაბორატორიამ შექმნა 30-ზე მეტი სენსორული და გამოთვლითი მოწყობილობა. მათ შორის რობოტების თვითგანკურნებადი კანის გაზრდის ჩათვლით.

წყარო: cnn.com