Focus.de - ბეზოსის მეუღლეს იბიცაში მოწყობილ სადილზე 250-ათასიანი საათი და 5.5 მლნ ევროს ღირებულების ბეჭდები ეკეთა

მსოფლიო 1754730240
ლორენ სანჩესი

ჯეფ ბეზოსის მეუღლესთან, ლორენ სანჩესთან ერთად, 6 აგვისტოს იბიცაზე, 250 000-ევროიანი საათის თანხლებით, შენიშნეს. ამის შესახებ Focus.de წერს.

Richard Mille-ის „RM07 Intergalactic Dark Night“-ის მოდელის საათი შეზღუდული გამოშვების ნაწილია - შავი ნახშირბადის მასალაზე ვარდისფერი ოქროს დეტალებით დამზადებული და 51 ბრილიანტით მორთული.

პრესის ინფორმაციით, სადილზე, რომელსაც, ბეზოსებთან ერთად, ლეონარდო დი კაპრიო და მისი მეგობარი გოგონა, ვიქტორია ჩერეტი, ესწრებოდნენ, სანჩესის საათი ერთადერთი ძვირად ღირებული ნივთი არ ყოფილა.

კერძოდ, ბეზოსის მეუღლეს ეკეთა ბრილიანტის ბეჭედი, რომლის ღირებულება 3.4 მლნ ევროა და ნიშნობის ბეჭედი, რომელიც 2.1 მლნ ევროდ ფასდება.