ჰუმანოიდი რობოტი Xueba 01 შანხაის თეატრალური აკადემიის დრამატურგია-კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე ისწავლის

მსოფლიო 1754461798
რობოტი Xueba

შანხაის თეატრალური აკადემიის დრამატურგიისა და კინემატოგრაფიის ფაკულტეტს ახალი სტუდენტი ჰყავს - Xueba 01, ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც შანხაიში ააწყვეს. 175 სმ სიმაღლისა და 30 კგ წონის რობოტი სრულყოფილად მეტყველებს ჩინურად, შეუძლია ჟესტიკულაცია და ადამიანურ ემოციებს თავისი სილიკონის კანის მეშვეობით გადმოცემს.

რობოტი უნივერსიტეტში პროფესორ იან ჩინგშინგის კლასებს გაივლის, რომელიც ტრადიციული ჩინური ოპერის კურსებს, ასევე სამსახიობო და დრამატურგიულ საგნებს მოიცავს. ერთ-ერთ პირველ სასემინარო აქტივობაზე, მის ადამიან კურსელებს Xueba 01-ის ჟესტიკულაციის მიბაძვა ჰქონდათ დავალებული. ლექტორის თქმით, ეს იყო “ესთეტიკური კონტაქტის ფორმა სხვადასხვა სახეობებს შორის”. სემინარის შემდეგ რობოტმა თავად იხუმრა, რომ თუკი იგი საგნებში ჩაიჭრებოდა, თავს მუზეუმში ჩაიბარებდა.

პირველ კურსელის ამბავს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ზოგიერთი მის მიღწევებს აქებს, ზოგიერთი ეჭვქვეშ აყენებს რობოტის უნარს, გაიაზროს ადამიანური ემოციების სიღრმე, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ შეზღუდული აკადემიური რესურსები და საუნივერსიტეტო ადგილები მხოლოდ ადამიანებს უნდა მოხმარდეთ.