1759130471
ჯონ ლენონის ცნობილი სათვალე აუქციონზე გაიყიდება

ბითლზების ფანატიკოსებს შანსი მიეცათ სამყარო ჯონ ლენონის პერსპექტივიდან დაინახონ. იკონური ვინდსორის სტილის მზის სათვალე, ე.წ. “ლენონები” ონლაინ აუქციონზე მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიყიდება.
Propstore-ის სააუქციონო სახლის მიერ სათვალის შემოთავაზებული სავარაუდო ფასი 300,000 ფუნტი სტერლინგია.
ჯონ ლენონს სათვალე 1973-74 წლებში ეკეთა; ამ პერიოდს მოგვიანებით ლენონმა “დაკარგული შაბათ-კვირა” უწოდა, როდესაც იგი ხშირად სვამდა და იოკო ონოს იყო დაშორებული.
მონათხრობის თანახმად, სათვალე ლენონმა 1974 წელს კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის ბარ Troubadour Club-ში, ჩხუბისას დაკარგა.
სათვალემ მფლობელი ორჯერ გამოიცვალა. პირველად Sotheby’s-ის აუქციონზე 1978 წელს გაიყიდა, სათვალის სავარაუდო ფასი 4000 აშშ დოლარი იყო, თუმცა საბოლოო ფასი არ გასაჯაროებულა. მეორედ კი უკვე Christie’s-ის სააუქციონო სახლის მიერ 2008 წელს 78 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.
ჯონ ლენონის ყველაზე ძვირად ღირებული სათვალე კი 2019 წელს გაყიდული წყვილია, რომელიც მან 1968 წელს მანქანის უკანა სავარძელზე დატოვა. Sotheby’s-ის აუქციონზე სათვალე 184 000 აშშ დოლარად გაიყიდა.
bm.ge
1759237009
2026 წელს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯება - ბიუჯეტის პროექტიმომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე 49.681 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, - ამის შესახებ ირკვევა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან.უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, 2026 წლისთვის დაგეგმილია 10 მილიონი ლარის დახარჯვა, 2027 წელს - 10.515 მილიონი ლარის, 2028 წელს - 14.583 მილიონი ლარის, ხოლო 2029 წელს 14.583 მილიონი ლარია გათვალისწინებული.ამასთან, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში წერია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხელოვნური ინტელექტის კვლევითი/კომპეტენციის ცენტრის გახსნას გეგმავს.„აღნიშნული ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი ინფრასტრუქტურით და დაკომპლექტდება შესაბამისი ექსპერტიზის მქონე სამუშაო ჯგუფით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციების განვითარებას, კერძო და საჯარო სექტორის პროდუქტიულობის ზრდას, ახალი მაღალანაზღაურებადი, კვალიფიციური კადრების მოზიდვა-განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.კვლევითი/კომპეტენციის ცენტრის ცენტრი შესთავაზებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს/ორგანიზაციებს ზემოაღნიშნული მიმართულებით სამეცნიერო კვლევის ჩატარებას და ასევე, სხვადასხვა ტიპის სერვისებს, როგორიცაა: კოლაბორაციული კვლევები, ტესტირება და ვალიდაცია, კონცეფციის გამოცდა, ბიზნეს კონსულტაცია, ტრენინგები და სხვა. პროგრამა ასევე მოიაზრებს საქართველოში და საზღვარგარეთ პოტენციური ინდუსტრიულ და სამეცნიერო პარტნიორებისთვის თანამშრომლობის შეთავაზებას“, - აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.
1759228843
ჯონ ლენონის ცნობილი სათვალე აუქციონზე გაიყიდებაბითლზების ფანატიკოსებს შანსი მიეცათ სამყარო ჯონ ლენონის პერსპექტივიდან დაინახონ. იკონური ვინდსორის სტილის მზის სათვალე, ე.წ. “ლენონები” ონლაინ აუქციონზე მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიყიდება.Propstore-ის სააუქციონო სახლის მიერ სათვალის შემოთავაზებული სავარაუდო ფასი 300,000 ფუნტი სტერლინგია.ჯონ ლენონს სათვალე 1973-74 წლებში ეკეთა; ამ პერიოდს მოგვიანებით ლენონმა “დაკარგული შაბათ-კვირა” უწოდა, როდესაც იგი ხშირად სვამდა და იოკო ონოს იყო დაშორებული.მონათხრობის თანახმად, სათვალე ლენონმა 1974 წელს კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის ბარ Troubadour Club-ში, ჩხუბისას დაკარგა.სათვალემ მფლობელი ორჯერ გამოიცვალა. პირველად Sotheby’s-ის აუქციონზე 1978 წელს გაიყიდა, სათვალის სავარაუდო ფასი 4000 აშშ დოლარი იყო, თუმცა საბოლოო ფასი არ გასაჯაროებულა. მეორედ კი უკვე Christie’s-ის სააუქციონო სახლის მიერ 2008 წელს 78 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.ჯონ ლენონის ყველაზე ძვირად ღირებული სათვალე კი 2019 წელს გაყიდული წყვილია, რომელიც მან 1968 წელს მანქანის უკანა სავარძელზე დატოვა. Sotheby’s-ის აუქციონზე სათვალე 184 000 აშშ დოლარად გაიყიდა.bm.ge
1759211061
30 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში დღეს ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა, დღისით ზოგან ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +14, +19°; მაღალ მთაში ღამით +4, +9°, დღისით +9, +14°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +14°.სოხუმი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +14°.გაგრა - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20° ღამით +14°.ოჩამჩირე - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +15°.ბათუმი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +16°.ქობულეთი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +16°.ფოთი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +17°.ხულო - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +9°.ქუთაისი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +15°.ჭიათურა - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +13°.ამბროლაური- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +12°.ცაგერი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +12°.ონი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +10°.მესტია- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +5°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +11°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +4°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +2°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +9°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +8°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +10°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +5°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.საგარეჯო -დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +11°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +11°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.
1759047360
ევროპელებს საკვები ნარჩენების შემცირება მოუწევთ - მოსახლეობის თითქმის ნახევარი უკვე გაყინულ საკვებს ირჩევსევროპელებს საკვების ნარჩენების მესამედით შემცირება მოუწევთ. ამას ითვალისწინებს ევროპარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლითაც საკვებისა და ტექსტილის გადამუშავების ახალი ზომები დამტკიცდა. კერძოდ, ევროპის კვების მრეწველობამ 2030 წლისთვის საკვები ნარჩენი 10%-ით, ხოლო ოჯახებმა, რესტორნებმა და მაღაზიებმა 30%-ით უნდა შეამცირონ. ამჟამად საშუალო ევროპელი ყოველწლიურად 132 კილოგრამ საკვებსა და 12 კილოგრამ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ყრის.ევროპარლამენტის რეკომენდაციის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა ზომები იმის უზრუნველსაყოფად უნდა მიიღონ, რომ სასურსათო მაღაზიებმა და რესტორნებმა გაჭირვებულთათვის გაუყიდავი, მაგრამ ჯერ კიდევ ახალი საკვების უფასო დარიგება დააორგანიზონ.რაც შეეხება ტექსტილის ნარჩენს, ტანსაცმლის მწარმოებლები შეგროვების, დახარისხებისა და გადამუშავების ხარჯზე იქნებიან პასუხისმგებელი. ახალი რეგულაციები გავრცელდება ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თავსაბურავებზე, ფეხსაცმელზე, საბნებზე, საწოლისა და სამზარეულოს თეთრეულსა და ფარდებზე. ექსპერტების შეფასებით, ამჟამად ახალ პროდუქტებად ტექსტილის 1%-ზე ნაკლები გადამუშავდება.კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე წლით ადრე კი, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები ნარჩენების შემცირებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. მოსახლეობის თითქმის, ნახევარი, ანუ 47% გაყინული საკვები პროდუქტების ყიდვას, მათ შორის, ეკოლოგიური მიზეზების გამო ამჯობინებს.ამის შესახებ ევროპაში გაყინული პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის, Nomad Foods-ის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებში წერია, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაციის მონაცემებით, რეგიონში ყოველწლიურად, თითქმის, 59 მლნ ტონა საკვები ნარჩენი წარმოიქმნება. ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა გაყინული თევზის, ხორცის, ფრინველის, ზღვის პროდუქტებისა და ხილბოსტნეულის გამოყენებაა.საკვები ნარჩენი არა მხოლოდ საკვების, არამედ მის წარმოებისა და ტრანსპორტირებისას გამოყენებული რესურსის გაფლანგვაა. მათ შორის არის საწვავი, წყალი, მიწა, მუშახელი, სასუქი და შეფუთვა. ამასთან, როცა საკვები ნაგავსაყრელებზე იშლება, ის მეთანს, გაზს გამოყოფს, რომლის წილიც სითბური გაზების გამოყოფაში, დაახლოებით, ერთ-მესამედს შეადგენს. საშუალოდ, მხოლოდ ერთ ქვეყანაში საკვებმა ნარჩენმა შესაძლოა, წლიურად 18 მლნ ტონამდე სითბური გაზი გამოყოს.Nomad Foods-ის შეფასებით, გაყინვის გზით საკვები პროდუქტების შენახვის ვადის გახანგრძლივება ნარჩენსა და მასთან დაკავშირებულ მეთანის გამოყოფას ამცირებს.კვლევის თანამხად, რომელშიც 7500 ევროპელი მონაწილეობდა, გარემოსდაცვითი მიზეზების გამო გაყინულ პროდუქციას იტალიის მოსახლეობის 50%, გერმანიაში 44%, შვედეთში 43%, ხოლო საფრანგეთში 40% ირჩევს.კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ საყინულე ტემპერატურის მხოლოდ 3 გრადუსით გაზრდამ შესაძლოა, მაცივრის ენერგიის მოხმარება 10%-ით ისე შეამციროს, რომ საკვების ხარისხზე გავლენა არ მოახდინოს.
1758961980
ევროკავშირი რუსეთში ტურისტული მომსახურების მიწოდების აკრძალვას განიხილავსბრიუსელმა სანქციების მე-19 პაკეტში შესაძლოა, რუსეთში ტურისტული მომსახურების მიწოდების აკრძალვა შეიტანოს. ეს შეზღუდავს ევროპელებს, რომლებსაც რუსეთში ჩასვლა და იქ ფულის დახარჯვა სურთ.ამის შესახებ ევროკომისიის წინადადებების პროექტში წერია, რომელიც EUobserver-მა მოიპოვა.დოკუმენტში, კერძოდ, წერია, რომ „რუსეთში ტურისტულ საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება უნდა აიკრძალოს.“ ევროკომისიის შეფასებით, „ეს იმისთვის კეთდება, რომ შემცირდეს შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ასეთი მომსახურებიდან იღებს, ასევე, რუსეთში იმ მოგზაურობისა და დასვენების აქტივობების პოპულარიზაცია შეიზღუდოს, რომელიც აუცილებლობას არ წარმოადგენს.“ამასთან, ევროკომისია შენიშნავს, რომ რუსეთში მყოფი ევროკავშირის მოქალაქეები „თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავების გაზრდილი რისკის წინაშე დგანან, ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის საკონსულო დაცვა შეზღუდულია.“რაც შეეხება ევროკავშირში რუსების ტურისტულ მოგზაურობას, ამაზე შეზღუდვები ჯერ გათვალისწინებული არ არის. ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები, ასევე, ჩეხეთი და პოლონეთი ამ შეზღუდვების დაწესებასაც ითხოვენ და, სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების რისკებზეც მიუთითებენ.გასულ წელს ევროკავშირში რუსი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და წინა წლის 517 000-კაციან მაჩვენებელთან შედარებით, 541 000 ადამიანს მიაღწია. თუმცა უკრაინის ომამდე ევროპას ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი სტუმრობდა.ევროკავშირის ანონიმურმა დიპლომატმა EUObserver-ს განუცხადა, რომ ევროკომისია წლის ბოლომდე რუსი ტურისტებისთვის ახალი სტრატეგიის გამოქვეყნებას გეგმავს. ეს, სავარაუდოდ, ევროკავშირის სანქციების პაკეტებთან შედარებით „უფრო რბილი, არასავალდებულო დოკუმენტი“ იქნება.bpn.ge