კასპიის ზღვაზე ტურისტული კლასტერის შექმნა იგეგმება

kaspiis-klasteri

დაღესტნის ტურიზმისა და ხალხური რეწვის სამინისტრო კასპიის ზღვის ტურიზმის კლასტერის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთისა და დაღესტნის მთავრობები, სააქციო საზოგადოება Kavkaz.RF-თან თანამშრომლობით, კლასტერს ეტაპობრივად, სპეციალური ეკონომიკური ზონის ფარგლებში განავითარებენ.

ტურისტული კლასტერი გულისხმობს: 3 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების, 125 500 ადამიანის განთავსებაზე გათვლილი დასასვენებელი კოტეჯების, იახტკლუბის, აკვაპარკის, სხვა თემატური პარკების, რუსული საბავშვო ცენტრის მშენებლობას, სახელწოდებით - „დაღესტანი“. მშენებლობა დერბენტის რაიონში, კასპიის ზღვის სანაპიროს 6 კმ-ზე განხორციელდება.