1740035791
მასკმა აშშ-ის სოცუზრუნველყოფის მონაცემთა ბაზაში 300 წლის „ვამპირებიც“ აღმოაჩინა, რომლებიც დღემდე იღებენ შემწეობას

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა (DOGE), რომელსაც მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობს, სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ შემწეობას 50 მილიონით მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე ოფიციალურად არის რეგისტრირებული შეერთებულ შტატებში.
გარდა ამისა, როგორც მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, მან „ვამპირებიც“ აღმოაჩინა.
ბიზნესმენის პოსტს მიმაგრებულ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატების სოციალური დახმარების მონაცემთა ცხრილი, საიდანაც ჩანს, რომ თურმე შემწეობას დღემდე იღებენ: 240-369 წლის ორი ადამიანი, 220-229 წლის 1039 ადამიანი, 200-219 წლის 1745 ადამიანი, 110-199 წლის 16 მილიონზე მეტი ბენეფიციარი.
„როგორც ჩანს, ვამპირების შესახებ მითები სინამდვილეა“, – აღნიშნა მასკმა.
1740054344
Apple-მა $599-იანი ახალი iPhone 16e წარადგინაApple-მა ახალი iPhone 16e წარადგინა, რომლის ფასი 599 დოლარიდან იქნება. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.„ეს არის iPhone 16-ის ხაზის დამატება, რომელიც გთავაზობთ „ძლიერ ფუნქციებს უფრო ხელმისაწვდომ ფასად“, - აცხადებენ კომპანიაში.ახალი მოდელი სავარაუდოდ ჩაანაცვლებს iPhone SE-ის, რომელიც ასევე ბიუჯეტურად ითვლებოდა. Apple-მა გადააკეთა მოწყობილობა ღილაკის მოხსნით და უფრო დიდი ეკრანის დამატებით.ახალი მოდელი აღჭურვილია A18 ჩიპით, როგორიც აქვს iPhone 16 და iPhone 16 Plus-ს. მოწყობილობა ასევე მხარდაჭერილია Apple Intelligence ხელოვნური ინტელექტის სისტემით. უკანა პანელზე არის ერთი კამერა 48 მეგაპიქსელამდე გარჩევადობით, ხოლო წინა კამერები განლაგებულია ეკრანის ზედა ნაწილში.ახალი iPhone 16e ასევე შეიცავს რეგულირებადი მოქმედების ღილაკს, ისევე როგორც უახლესი, უფრო ძვირი მოდელების მსგავსად, ასევე სატელიტურ ქსელებთან დაკავშირების შესაძლებლობას.კომპანია ირწმუნება, რომ ახალი ტელეფონის დატენილი ბატარეა ძლებს ექვს საათზე მეტხანს ვიდრე iPhone 11-ს და 12 საათით მეტს ვიდრე iPhone SE-ის ყველა თაობა.
1740028440
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 20 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდებასამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, აბზიანიძის, ესენინის, ამილახვარის, ბანეთიშილის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ფიროსმანის, საფაროვა-აბაშიძის, წუწუნავას, პეტრიწის, გოკიელის, სააკაძის, ფრისის და რაჭის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1739950188
ბალტიის ზღვის ფსკერზე 15 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი იპოვეს - დაკავებულია 7 პირიპოლონელმა მესაზღვრეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ოპერაციის ჩატარების დროს, ბალტიის ზღვის ფსკერზე 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" პოლონეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.15 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკის აღმოჩენასთან დაკავშირებით დაკავებულია შვიდი ადამიანი. მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.სასაზღვრო სამსახურმა ნარკოტიკი პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გდანსკის ყურეში იპოვა.
1739947568
Casu marzu: როგორ მზადდება და რა ღირს „ყველაზე საშიში“ ყველი მსოფლიოშიიტალიის კუნძული სარდინია ტირენიის ზღვის ცენტრში მდებარეობს. თეთრქვიშიანი პლაჟებითა და ზურმუხტისფერი წყლებით გარშემორტყმული, კუნძულის შიდა ლანდშაფტი ციცაბო ბორცვებითა და გაუვალი მთებით გამოირჩევა.სწორედ ამ “მიუწვდომელ“ გორაკებში აწარმოებენ მწყემსები casu marzu-ს - მატლიან ყველს, რომელიც 2009 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა და მსოფლიოში „ყველაზე საშიშ“ ყველად დასახელდა.ბუზები, სახელად Piophila casei, კვერცხებს დებენ ყველის ნაპრალებში. როდესაც ისინი იჩეკებიან, ცხოვრობენ საკვებ მასაში, იქვე ამუშავებენ ცილებს და პროდუქტს რბილ ნაღების ყველად აქცევენ.გარკვეული დროის შემდეგ, ყველის მწარმოებელს შეუძლია პროდუქტს თავი მოხადოს და კოვზით ამოიღოს რბილი საკვები. თუმცა ეს კარგი სანახაობა არ არის, სწორედ ამ დროს იწყებენ პატარა თეთრი მატლები მოძრაობას.casu marzu -ს აქვს განსაკუთრებული არომატი და პიკანტური გემო. ზოგი ამბობს, რომ ეს აფროდიზიაკია. სხვები ამბობენ, რომ ეს შეიძლება საშიში იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ლარვას შეუძლია დააავადოს ადამიანის ნაწლავები - თუმცა, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.აღსანიშნავია, რომ ყველის გაყიდვა აკრძალულია, თუმცა სარდინიელები მას საუკუნეების განმავლობაში მიირთმევენ და დღესაც ერთ-ერთ ყველაზე სასურველ დელიკატესად ითვლება რეგიონში.მისი დაგემოვნება მოგზაურს ადგილობრივ მწყემსებთან შეუძლია.Casu Marzu ჩვეულებრივ იწარმოება ივნისის ბოლოს, როდესაც ადგილობრივი ცხვრის რძე იწყებს ცვლილებას - ცხოველები შედიან რეპროდუქციულ პერიოდში და ზაფხულის სიცხისგან ბალახი შრება.სამი თვის შემდეგ დელიკატესი მზად არის.Casu marzu რეგისტრირებულია სარდინიის ტრადიციულ პროდუქტად და შესაბამისად, ადგილობრივი დაცვის ქვეშ იმყოფება. თუმცა, იტალიის მთავრობამ ნაწარმი უკანონოდ მიიჩნია 1962 წლიდან - ეს განაპირობა კანონმა, რომელიც პარაზიტებით დაბინძურებული საკვების მოხმარებას კრძალავს.მათ, ვინც ამ ყველს ყიდის, ათასობით ევროთი აჯარიმებენ.თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თუ მისი შეძენა მაინც გადაწყვიტეთ - ადგილობრივ მწარმოებელთან ერთი კილოგრამი ყველის ფასი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს.წყარო: cnn.com
1739947194
სპორტის მინისტრმა ყოფილ სპორტის მინისტრს ლიკანის „რომანოვების სასახლე“ მიჰყიდაგასულ წელს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, სპორტის ახლანდელი მინისტრის შალვა გოგოლაძის კომპანია შპს „რაიმონდს“, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სანატორიუმ ლიკანის“ 2 148 766 ჩვეულებრივი აქცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 16 283 293 ლარად საკუთრებაში გადასცა. შესაბამისი განკარგულება 18 ოქტომბრით თარიღდება, როცა გოგოლაძე ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილედ წარადგინა.მიმდინარე წლის იანვრის ბოლომდე შალვა გოგოლაძე შპს „რაიმონდის“ წილის 50%-ს ფლობდა, წილის მმართველად კი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში მითითებული იყო მისი მეუღლე, თამარ ფირცხალავა.31 იანვრიდან, შპს „რაიმონდსს“ მფლობელები შეეცვალა და 100%-იანი წილი შპს „იბერია აზც ორბის“ საკუთრებაში გადავიდა. თავის მხრივ აღნიშნული კომპანია სლოვაკურ ს.ს. „აზც“-ს (50%) და შპს „სლოვაკ ბიზნეს ჰაუს“-ს (50%) ეკუთვნის, დირექტორები კი რობერტ სპისაკი და სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი არიან. შპს „სლოვაკ ბიზნეს ჰაუს“-ის 70%-იანი წილი კი შპს „იბერია ინვესტ 2024“-ის მფლობელობაშია, რომელსაც სრულად სპორტის ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის ოჯახის წევრები (ეკატერინე ინასარიძე, დავით ხეჩიკაშვილი, გიორგი ხეჩიკაშვილი, თამარ ხეჩიკაშვილი, რუსუდან ხეჩიკაშვილი) ფლობენ.რაც შეეხება საინვესტიციო ვალდებულებას, მთავრობის განკარგულების თანახმად, საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში ორ ნაწილად: 5 427 765 ლარი 12 თვის ვადაში, დარჩენილი 10 855 528 ლარი - 24 თვის ვადაში.საპრივატიზებო პირობის თანახმად, 2030 წლის 31 დეკემბრამდე შპს „რაიმონდმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით „სანატორიუმ ლიკანის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 64.23.01.093) ან მისი ნაწილის განვითარება უნდა უზრუნველყოს, რაც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 30 კოტეჯის (არანაკლებ 3000 კვ/მ ფართობის მქონე) მშენებლობას. ამასთან, შეიძლება მოიცავდეს ბორჯომში, სანატორიუმ ლიკანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას და საპროექტო/სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებას. საკადასტრო მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 288 301 კვ/მ-ს შეადგენს. ამ ვალდებულებების შესასრულებლად კი, „რაიმონდმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 3 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.შესაბამისი განკარგულებით გათვალისწინებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში, აღნიშნული უძრავი ქონებიდან, არანაკლებ 10 280 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა/ნაგებობის ყოველგვარ უფლებრივი ტვირთისგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.განკარგულების თანახმად, „რაიმონდმა“ ხელშეკრულების გაფორმებამდე სახელმწიფო ბიუჯეტს სასარგებლოდ 300 000 ლარი უნდა გადაიხადოს.