1740117600
ტრამპის და პუტინის შეხვედრა თებერვლის ბოლომდე იგეგმება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე შეხვდება.
აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპს არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, რომელ რიცხვში გაიმართება შეხვედრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შედგება თუ არა შეხვედრა თვის ბოლომდე, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ალბათ“.
1740115500
21 თებერვალი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 თებერვალს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -5, 0°, დღისით -1, +4°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით -5, 0°; მაღალ მთაში ღამით -15, -10°, დღისით -6, -1°.აღმოსავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი და და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით -5, 0°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით -6, -1°; მაღალ მთაში ღამით -15, -10°, დღისით -8, -3°.თბილისში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2°, დღისით 0°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -3°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -4°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -4°.ბათუმი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -2°.ქობულეთი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -3°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -2°.ხულო - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -12°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -4°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -8°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -8°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -6°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -4°, ღამით -10°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -6°, ღამით -17°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -8°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -5°, ღამით -10°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -6 °, ღამით -12°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -4°, ღამით -9°.სტეფანწმინდა- უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, შეს. ქარბუქი და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -6°, ღამით -17°.გუდაური- უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, შეს. ქარბუქი და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -7, ღამით -18°.თიანეთი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -4°, ღამით -9°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -12 °.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -10°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი, შეს. ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -7°, ღამით -18°.თელავი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -4°.ყვარელი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -5°.საგარეჯო - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -4.სიღნაღი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -5°.დედოფლისწყარო - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -6°.ლაგოდეხი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -3°.
1740115200
თბილისის ქუჩების ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, შტენბერგის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, ლევან მაჭავარიანის და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის (ნაწილობრივ) და ზეთისხილის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1740054344
Apple-მა $599-იანი ახალი iPhone 16e წარადგინაApple-მა ახალი iPhone 16e წარადგინა, რომლის ფასი 599 დოლარიდან იქნება. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.„ეს არის iPhone 16-ის ხაზის დამატება, რომელიც გთავაზობთ „ძლიერ ფუნქციებს უფრო ხელმისაწვდომ ფასად“, - აცხადებენ კომპანიაში.ახალი მოდელი სავარაუდოდ ჩაანაცვლებს iPhone SE-ის, რომელიც ასევე ბიუჯეტურად ითვლებოდა. Apple-მა გადააკეთა მოწყობილობა ღილაკის მოხსნით და უფრო დიდი ეკრანის დამატებით.ახალი მოდელი აღჭურვილია A18 ჩიპით, როგორიც აქვს iPhone 16 და iPhone 16 Plus-ს. მოწყობილობა ასევე მხარდაჭერილია Apple Intelligence ხელოვნური ინტელექტის სისტემით. უკანა პანელზე არის ერთი კამერა 48 მეგაპიქსელამდე გარჩევადობით, ხოლო წინა კამერები განლაგებულია ეკრანის ზედა ნაწილში.ახალი iPhone 16e ასევე შეიცავს რეგულირებადი მოქმედების ღილაკს, ისევე როგორც უახლესი, უფრო ძვირი მოდელების მსგავსად, ასევე სატელიტურ ქსელებთან დაკავშირების შესაძლებლობას.კომპანია ირწმუნება, რომ ახალი ტელეფონის დატენილი ბატარეა ძლებს ექვს საათზე მეტხანს ვიდრე iPhone 11-ს და 12 საათით მეტს ვიდრე iPhone SE-ის ყველა თაობა.
1740028440
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 20 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდებასამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, აბზიანიძის, ესენინის, ამილახვარის, ბანეთიშილის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ფიროსმანის, საფაროვა-აბაშიძის, წუწუნავას, პეტრიწის, გოკიელის, სააკაძის, ფრისის და რაჭის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1739950188
ბალტიის ზღვის ფსკერზე 15 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი იპოვეს - დაკავებულია 7 პირიპოლონელმა მესაზღვრეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ოპერაციის ჩატარების დროს, ბალტიის ზღვის ფსკერზე 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" პოლონეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.15 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკის აღმოჩენასთან დაკავშირებით დაკავებულია შვიდი ადამიანი. მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.სასაზღვრო სამსახურმა ნარკოტიკი პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გდანსკის ყურეში იპოვა.