META-ს შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა

მეტა

Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს საბაზრო კაპიტალი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და მან 1 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Ბოლო დღეებში კომპანიის აქციების ღირებულება 19%-ითაა გაზრდილი, ერთწლიან პერიოდში მატების მაჩვენებელი კი 150%-ს აჭარბებს.

Meta-ს წარმატება პირდაპირ კავშირშია ფინანსური შედეგების გასაჯაროებასთან. როგორც ირკვევა, გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავლები 25%-ით გაიზარდა, ხოლო მოგებამ 14 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასამმაგებული მაჩვენებელია.

ამ შედეგების წყალობით, META მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-7 ადგილზე აღმოჩნდა და შეიძლება ითქვას, რომ წელს კომპანიას უკვე საუკეთესო შედეგი აქვს.