OFAC-მა სანქციები სლოვაკურ და ყაზახურ კომპანიებსაც დაუწესა

ofac

აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), რუსულის გარდა, სანქციები სლოვაკურ და ყაზახურ კომპანიებსაც დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ forbes.kz ავრცელებს. OFAC-ის ოფიციალურ განცხადებაში საუბარია სამ სუბიექტზე, რომელიც, როგორც ვკითხულობთ, „დაკავშირებულია სანქციების თავიდან აცილებასთან და რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის გარიგების მხარდაჭერის მცდელობებთან“. OFAC-ის შავ სიაში მოხვდნენ: რუსული Verus, სლოვაკური Versor და ყაზახური Defense Engineering.

სამივე კომპანიაში ფიგურირებს სლოვაკეთის მოქალაქე აშოტ მკრტიჩევი, რომელიც 2023 წლის მარტში იყო შეყვანილი სანქცირებულთა სიაში. მიზეზი, OFAC-ის ცნობით, გახდა შუამავლობის მცდელობა, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის შესახებ გარიგებაში. იგივე მიზეზით, 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში, მკრტიჩევი გაერთიანებული სამეფოს შავ სიაშიც მოხვდა. Defense Engineering, რომელსაც მკრტიჩევი 2020 წლიდან ხელმძღვანელობს, საქონლის ფართო ასორტიმენტით სერტიფიკაციის გარეშე ვაჭრობს.