1757318400
რა ხდება, როდესაც ბავშვი თვითმფრინავში იბადება - საინტერესო ფაქტები

1990 წელს, British Airways-ის მგზავრ ახალგაზრდა ქალს დები ოუენს ეგონა, რომ მისი რეისი განადან დიდ ბრიტანეთში რუტინული იქნებოდა. შვიდი თვის ორსული თავის ოთხი წლის ქალიშვილთან ერთად, მარტო მოგზაურობდა.
თუმცა აფრენიდან მალევე, მსუბუქი ტკივილი იგრძნო და ნელ-ნელა სამშობიარო ტკივილებში გადაიზარდა. მართალია, ექიმებმა მას ფრენის უფლება მისცეს, თუმცა ყველას გასაოცრად ჩვილი თვითმფრინავში დაიბადა.
ასეთი არაერთი შემთხვევა არსებობს. საინტერესოა, როგორ უმკლავდებიან ავიაკომპანიები ასეთ შემთხვევებს და რამდენად იშვიათია სინამდვილეში “საჰაერო დაბადება“.
რა ხდება, როდესაც ბავშვი თვითმფრინავში იბადება
ცაში დაბადებულები
თვითმფრინავში დაბადებული ჩვილი - შონა ძალიან ექსკლუზიურ კლუბს შეუერთდა: ის მსოფლიოში დაახლოებით 70 ადამიანიდან ერთ-ერთია, რომლებიც “ცაში დაბადებულების“ სახელით არიან ცნობილები.
ბოლო წლებში რამდენიმე მსგავსი ისტორია დაფიქსირდა. 2021 წლის 28 აგვისტოს, დუბაიდან ბირმინგემში მიმავალ „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავში ავღანელი ბავშვი დაიბადა.
2023 წლის 19 იანვარს, დედამ ბავშვი ტოკიო- დუბაის 12-საათიანი რეისზე გააჩინა.
უმეტესი ავიაკომპანიების მსგავსად, Emirates-ი ორსულ მგზავრებს საშუალებას აძლევს, მეშვიდე თვემდე იფრინონ, მხოლოდ იმ პირობით, რომ არ არსებობს სამედიცინო გართულებები.
ზოგიერთი ავიაკომპანია ქალებს 36 კვირის შემდეგ უარს ეუბნება, ზოგი კი ექიმის რეკომენდაციით 40 კვირამდე მოგზაურობას უშვებს. ინდუსტრიაში ერთი კონკრეტული სტანდარტი არ არსებობს.
თვითმფრინავში დაბადებული ბავშვების საუკუნე
2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 1929-დან 2018 წლამდე კომერციულ რეისებზე 74 ბავშვი დაიბადა, რომელთაგან 71 გადარჩა.
როდესაც მგზავრი მშობიარობას აპირებს, ბორტგამცილებლები მშობიარობის ვადებს აფასებენ და შემდეგ ეცნობება ბორტგამტარს. შესაძლოა, თვითმფრინავი უახლოეს აეროპორტში გადამისამართდეს.
სასწრაფო დაშვებას თვითმფრინავში მშობიარობის დროს, როგორც წესი, ერიდებიან, რადგან 39,000 ფუტიდან (12,000 მეტრი) სიმაღლიდან საავადმყოფომდე ჩასვლას მინიმუმ 45 წუთი სჭირდება. ეს არღვევს გრაფიკს, უქმნის დისკომფორტს სხვა მგზავრებს და მნიშვნელოვან ხარჯებს უმატებს ავიაკომპანიას.
როგორც წესი, მშობიარობაზე პასუხისმგებლობას ბორტზე მყოფი ეკიპაჟი იღებს. მათ წინასწარ სათანადო ტრენინგებიც უტარდებათ.
არ არსებობს თვითმფრინავში მშობიარობის ფორმალური პროტოკოლი. ხშირად მგზავრი ბიზნეს ან პირველ კლასში, უფრო დიდ სავარძელში გადაჰყავთ და იქ ეხმარებიან.
სალონის ეკიპაჟი იცავს მშობიარობის პროტოკოლებს, ეხმარება დედას მშობიარობაში და საჭიროების შემთხვევაში ჭიპლარსაც ჭრის.
დაშვების შემდეგ, დედაც და ბავშვიც სრულ სამედიცინო შემოწმებას გადიან.
მოქალაქეობის საკითხი
როდესაც ბავშვი ფრენის დროს იბადება, მისთვის მოქალაქეობის მინიჭება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულია. ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს იმ ქვეყანაზე, რომლის თავზეც თვითმფრინავი დაფრინავს, მისი გამგზავრების ან ჩასვლის ქვეყანაზე, ან ავიაკომპანიის წარმომავლობაზე.
იურიდიულად, თვითმფრინავები იმ ქვეყნის ნაწილად ითვლება, სადაც ისინი რეგისტრირებულია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ბავშვის მოქალაქეობა ხშირად თვითმფრინავის წარმოშობის ქვეყნის მიხედვით განისაზღვრება.
პრაქტიკაში, ფრენის დროს დაბადებული ბავშვები, როგორც წესი, მშობლების მოქალაქეობას „სისხლის უფლების“ მიხედვით იღებდნენ. ეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მიდგომაა.
ზოგიერთი ქვეყანა იცავს „მიწის უფლებას“ - რაც ბავშვს მოქალაქეობას დაბადების ადგილის მიხედვით ანიჭებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საერთაშორისო წყლებში დაბადებული ჩვილები აღირიცხებიან, როგორც „ზღვაზე მყოფი“, ხოლო დაუკავებელ საჰაერო სივრცეში მყოფი ჩვილები - როგორც „ჰაერში მყოფი“.
მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად იშვიათია, ზოგიერთი ავიაკომპანია ფრენის დროს დაბადებულ ბავშვებს სიცოცხლის ბოლომდე უფასო ფრენებს ჩუქნის. ეს სიმბოლური ჟესტი, როგორც წესი, გარკვეულ პირობებს გულისხმობს - მაგალითად, მოქმედებს მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში ან მარშრუტებზე.
წყარო: msn.com