ათწლეულების განმავლობაში პირველად, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით იფრინა

მსოფლიო 1757225110
ნიკოლ ფაშინიანი

30 აგვისტოს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით გაემგზავრა და 6 სექტემბერს უკან დაბრუნდა - ათწლეულების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთის ლიდერმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცით ისარგებლა.

ინფორმაციას ამის შესახებ ფაშინიანის პრესმდივანი, ნაზელი ბაგდასარიანი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანისგან საჰაერო ტრანზიტზე ნებართვა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 8 აგვისტოს ვაშინგტონში სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ბაგდასარიანის თქმით, აღნიშნული ფრენა რეგიონული კომუნიკაციის გახსნის, სამშვიდობო დღის წესრიგის განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის გაძლიერებისკენ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯი იყო.

მანვე დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავები სომხეთის საჰაერო სივრცით აქამდეც სარგებლობდნენ და ინარჩუნებდნენ კავშირს ქვეყნის მთავარ ტერიტორიასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.