პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება - Bloomberg

ლირა

საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე თურქული ლირა ბოლო დღეების განმავლობაში ანტირეკორდებს ამყარებს. გუშინ, ლირა მკვეთრად გაუფასურდა და 1 ამერიკული დოლარის კურსმა 38,6-დან 41 ლირას მიაღწია, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული 14%-იანი ცვლილებაა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დღეს ვაჭრობა $1=37,9952 ლირას კურსით დაიწყო.

ერთწლიან პერიოდში ლირა თითქმის 28%-ითაა გაუფასურებული და ძირითად ვალუტებს შორის მას ყველაზე არასახარბიელო შედეგი აქვს.

როგორც გამოცემა წერს, სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობამ მიმდინარე წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რადგან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტის, სტამბოლის მერ ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური რისკები გაიზარდა და ინვესტორებმა ქვეყნის აქტივები ჩამოიშორეს.