როგორ გახდა ჯენიფერ ენისტონი ჰოლივუდის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი

ჯენიფერ ენისტონი

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავი, ჯენიფერ ენისტონი დღეს უზარმაზარ ქონებას ფლობს.

კინოპროდიუსერები და ცნობილი ბრენდები 55 წლის მსახიობთან ათწლეულების განმავლობაში მუშაობენ და საკმაოდ დიდი ანაზღაურებასაც უხდიდნენ.

საინტერესოა, როგორ გამიუმუშავა მან მილიონები?

ანისტონის კარიერის აღმასვლა სიტკომ “მეგობრებში“ მონაწილეობით დაიწყო. ფენომენად იქცა მისი ვარცხნილობაც კი. მას თაყვანს სცემდნენ ქალები და მამაკაცები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ანისტონი სიტკომში 1994 წლიდან 2004 წლამდე თამაშობდა. 2002 წელს ენისტონი და მისი მეგობრები სიტკომის ყოველი სეზონის ბოლოს 1 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდნენ.

ჯენიფერ ანისტონი დღემდე გამოიმუშავებს Friends -სგან ფულს. 2024 წელს თანხა 1,8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

გარდა ამისა, მან მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა მხატვრულ ფილმებში.

2006 წელს ენისტონმა ვინს ვონთან ერთად ითამაშა ფილმში The Break-Up, რომელმაც სალაროებში 205 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

2009 წელს ითამაშა ფილმში He's Just Not That Into You. ფილმმა გუნდს 180 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა.

2011 წელი ენისტონისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. მისი კომედიური ფილმები Horrible Bosses და Just Go With It რამდენიმე თვის შუალედით გამოვიდა და 200 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

თუმცა, მსახიობის შემოსავლის წყარო მხოლოდ სალაროები არ არის.

მომგებიანი გარიგებები

მსახიობი L'Oreal- თან თანამშრომლობს და კომპანიის ის თმის მოვლის საშუალებებს უწევს რეკლამირებას.

2007 წელს ის გახდა Glacéau Smartwater-ის სპიკერი. ის ბრენდის სახე 2019 წლამდე იყო. როგორც ცნობილია მხოლოდ ამ გარიგებებიდან ათეულობით მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

2013 წელს ენისტონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს კანის მოვლის ბრენდ Aveeno-სთან. ვარსკვლავს პროდუქციის პოპულარიზაციისთვის რვანიშნა თანხა გადაუხადეს.

2015 წელს მან გააფორმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგება, ამჯერად ახლო აღმოსავლეთის მდიდრულ ავიაკომპანია Emirates-თან.

2010 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი სუნამო, სახელწოდებით ჯენიფერ ენისტონი. დღემდე ამ პროდუქტით 10 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.

იგი ასევე ფლობდა წილს თმის მოვლის ბიზნესში Living Proof, რომელიც MIT უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიების მეცნიერების მიერ დაარსდა.

2021 წელს ვარსკვლავმა თმის მოვლის საკუთარი ხაზი LolaVie გამოუშვა.

Forbes- ის ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს ვარსკვლავმა 19,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც დღეს 24,4 მილიონი დოლარის ექვივალენტია.

ენისტონი წლების განმავლობაში სხვადასხვა მდიდრულ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ, ყველაზე შთამბეჭდავი არის 21 მილიონი დოლარის ღირებულების Bel Air-ის სასახლე, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს. მან ვილა 2012 წელს იყიდა.

2012 წელს Business Insider წერდა, რომ ანისტონი, თავის მოვლაში სავარაუდოდ, ყოველწლიურად დაახლოებით 141,000 დოლარს ხარჯავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი 300 მილიონ დოლარს ფლობს.

წყარო: lovemoney.com