რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული 5 საშობაო დეკორაცია

დეკორაცია

მთელი წლის მოლოდინის შემდეგ, დადგა ის პერიოდიც, როდესაც დიდი თუ პატარა საჩუქრებზე, ზეიმსა და მოსალოდნელ დღესასწაულზე ფიქრობს.

არაფერია იმაზე სახალისო, როდესაც ოჯახი საახალწლო ნაძვის ხეს, მოსართავებსა და აქსესუარებს ამოალაგებს. წელიწადის ეს დრო ნამდვილად ჯადოსნურია და კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის დეკორაციები.

არსებობს განსაკუთრებული საშობაო ნივთებიც, რომელიც ძალიან ძვირფასია. თუმცა, თუ თვალს გადაავლებთ სტატიაში წარმოდგენილ უნიკალურ ნაკეთობებს, შესაძლოა, ეს თქვენი შთაგონების წყაროც გახდეს და საკუთარი ხელით დამზადებული, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული აქსესუარის ასლის საყვარელი ადამიანისთვის ჩუქება, ნამდვილად შეუდარებელი იქნება.

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ძვირად ღირებულ საშობაო დეკორაციას:

სვაროვსკის საშობაო ნაკრები

ბერგდორ გუდმენის მიერ შექმნილი საშობაო დეკორაცია 3 000 ევროდ გაიყიდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ხელით გამოკვეთილი ფიგურები ოქროთი იყო მოხატული და მთლიანად სვაროვსკის კრისტალები ამშვენებდა.

პირველი საშობაო ბარათი

2001 წელს ყველაზე ძვირად ღირებული საშობაო ბარათი აუქციონზე 24 000 ევროზე მეტად გაიყიდა. ის ითვლება არა მხოლოდ ყველაზე ძვირად ღირებულ ბარათად, არამედ მსოფლიოში პირველ საშობაო ბარათად.

1843 წელს, ბარათის დიზაინი ხელით მოხატა ჯონ კალკოტ ჰორსლიმ. იმ დროისთვის მხოლოდ 1000 საფოსტო ბარათი დაიბეჭდა და გაიყიდა, მაგრამ დღეს მხოლოდ 12 მათგანია შემორჩენილი.

ნაძვის ხის სათამაშო

ყველაზე ძვირად ღირებული საშობაო ბალი 2009 წელს 92 000 ევროდ გაიყიდა. ის ბრიტანელმა იუველირმა დაამზადა და შედგებოდა 18-კარატიანი ოქროსა და 1500-ზე მეტი ბრილიანტისგან.

მის შექმნას ერთი წელი დასჭირდა.

Diamond Advent გვირგვინი

ლონდონელმა ფლორისტმა შექმნა ყველაზე ძვირად ღირებული საშობაო გვირგვინი, რომელიც გაიყიდა 3.2 მილიონ ევროდ.

გვირგვინი მორთული იყო 16 ლალით და 32 ბრილიანტით.

8 მილიონი ევროს ღირებულების ნაძვის ხე

2010 წელს, აბუ დაბის სასტუმრომ დაამყარა რეკორდი ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული საშობაო დეკორაციის შესაქმნელად.

ფოიეში დადგმული დიდი ნაძვის ხე თითქმის 8 მილიონი ევროს დეკორაციებს მოიცავდა, რის გამოც ის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიტანეს.

13 ფუტის სიმაღლის ხელოვნური ხე მორთული იყო ოქროსა და ვერცხლის მშვილდებით და საოცრად ძვირფასი აქსესუარებით.

წყარო: atawiki.com