სად ღირს პური ყველაზე ძვირი/იაფი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის

პური

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, პური ყველაზე იაფი აზერბაიჯანშია. ამის შესახებ Numbeo-ს განახლებული რეიტინგიდან ირკვევა, რომელშიც 500 გრამი თეთრი პურის ფასს 103 ქვეყანაში ადარებს.

კერძოდ, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, 500 გრამი თეთრი პურის ფასი აზერბაიჯანში 46 ცენტია და ამ მონაცემებით 103-ს შორის 99-ეადგილს იკავებს.

მეზობელ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციას, 74-ე ადგილს იკავებს თურქეთი, სადაც პური ყველაზე ძვირი - 97 ცენტი ღირს.

პურიის სიიაფით რეიტინგში აზერბაიჯანს საქართველო მოსდევს. საქართველო 103 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა და Numbeo-ს მიხედვით, პურის საფასური 59 ცენტს შეადგენს.

იდენტური ფასი აქვს პურს რუსეთსა და სომხეთში. ამ ორ მეზობელ ქვეყანაში 500 გრამი თეთრი პური 73 ცენტი ღირს და ქვეყნები შესაბამისად მე-80 და 81-ე ადგილებს ინაწილებენ.

5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც პური ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია - 3.76 დოლარი;
  • ამერიკის შეერთებული შტატები - 3.66 დოლარი;
  • დანია - 3.56 დოლარი;
  • ნორვეგია - 3.46 დოლარი;
  • ლუქსემბურგი - 3.21 დოლარი;

5 ქვეყანა კი, სადაც Numbeo-ს მიხედვით, პური ყველაზე ძვირია, ასეთია:

  • ალჟირი - 17 ცენტი;
  • ტუნისი - 21 ცენტი;
  • ლიბია - 28 ცენტი;
  • ყაზახეთი - 45 ცენტი;
  • აზერბაიჯანი - 46 თეთრი;