1742455596
საქართველოს ნაკრები სომხეთისაზე 9-ჯერ უფრო ძვირია - ტოპ-5 ძვირადღირებული ფეხბურთელი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთში უკვე გაემგზავრა, სადაც "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა.
პირველი მატჩი ერევანშია, ვაზგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე (14 403), 20 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების ღირებულება და ვინ არიან ორივე გუნდში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 191.88 მლნ ევროს შეადგენს, სომხეთის კი 20.68 მლნ ევროს.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 85 მლნ ევრო ღირს, სომხეთის კი მხოლოდ 6 მლნ ევრო.
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული 5 ფეხბურთელი:
- ხვიჩა კვარაცხელია - 85 მლნ ევრო
- გიორგი მამარდაშვილი - 40 მლნ ევრო
- გიორგი მიქაუტაძე - 18 მლნ ევრო
- ზურიკო დავითაშვილი - 8 მლნ ევრი
- საბა გოგლიჩიძე - 8 მლნ ევრო
სომხეთის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული 5 ფეხბურთელი:
- ნაირ ტიკნიზიანი - 6 მლნ ევრო
- ედგარ სევიკიანი - 2.5 მლნ ევრო
- ტიგრან ბარსეგიანი - 2 მლნ ევრო
- უგოჩუკვუ ივუ - 2 მლნ ევრო
- ვაჰან ბიჩახჩიანი - 1.2 მლნ ევრო