სასტუმრო „სავანეთი“ 3.2 მლნ აშშ დოლარად იყიდება

სასტუმრო „სავანეთი“

კახეთში მოქმედი სასტუმრო იყიდება. საუბარია, იყალთოში მდებარე სასტუმრო „სავანეთზე“, რომლის ღირებულება 3.2 მლნ აშშ დოლარია (8.878 მლნ ლარი).

SS.GE-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ობიექტის ფართობი 4000 კვ.მ-ია. ამასთან, სასტუმროს აქვს აუზი, რესტორანი, სამზარეულო, ბარი და 5 საკონფერენციო დარბაზი.

„იყიდება მოქმედი სასტუმრო კახეთში, თელავის მახლობლად, ისტორიულ სოფელ იყალთოში. ნომრების რაოდენობა არის 57, მიწის ფართობი - 16000 კვ.მეტრს შეადგენს, შენობის - 4000 კვ.მეტრს. სასტუმროს აქვს რესტორანი, სამზარეულო, ბარი, ღია ბარი, 5 საკონფერენციო ოთახი, ღია აუზი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც სასტუმროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ის სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.