სინგაპურმა მწერები ოფიციალურ საკვებად დაამტკიცა - როგორია ბრძანების დეტალები

მწერების კერძი

სინ­გა­პუ­რის სურ­სა­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტომ (SFA) ქვე­ყა­ნა­ში გა­სა­ყი­დად და საკ­ვე­ბად მოხ­მა­რე­ბის­თვის მწე­რე­ბის 16 სა­ხე­ო­ბა, და­ამ­ტკი­ცა. გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც სურ­სა­თით მო­ვაჭ­რე­ე­ბის­თვის არის მი­მარ­თუ­ლი, სა­ა­გენ­ტომ 8 ივ­ლისს გა­ავ­რცე­ლა.

“ამი­ე­რი­დან SFA ნე­ბა­დარ­თუ­ლად აცხა­დებს მწე­რე­ბის და მწე­რე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტს“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, და­კონ­კრე­ტე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ას­თან ერ­თად იმის შე­სა­ხებ, რომ იმ­პორ­ტის­თვის და საკ­ვე­ბად მხო­ლოდ კა­ლი­ე­ბის, ჭი­ე­ბის და ხო­ჭო­ე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი იქ­ნე­ბა და­საშ­ვე­ბი.

თუმ­ცა, მათი ბუ­ნე­ბი­დან მო­პო­ვე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა დო­კუ­მენ­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მწე­რე­ბი კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნოს მიერ, “ფერ­მა­შია“ მო­შე­ნე­ბუ­ლი“.

მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში დიდი ხა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მწე­რე­ბით იკ­ვე­ბე­ბა. მათ შეხ­ვდე­ბით ქუ­ჩის საკ­ვებ ობი­ექ­ტებ­შიც. შემ­წვა­რი ხო­ჭო­ე­ბი, კა­ლი­ე­ბი და სხვა მწე­რე­ბი, ერ­თგვარ დე­ლი­კა­ტე­სე­ბა­დაც კი ით­ვლე­ბა. სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის სხვა ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა ტა­ი­ლან­დი და კამ­ბო­ჯა, ჭი­ან­ჭვე­ლებს და ტა­რან­ტუ­ლებ­საც კი ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ირ­თმე­ვენ.

მკვლევ­რე­ბის თქმით, მწე­რე­ბის 2100-ზე მეტი სა­ხე­ო­ბა საკ­ვე­ბად ვარ­გი­სია.

წყა­რო: CNN