Starbucks–მა კვარტალური წმინდა მოგება 25%-ით შეამცირა

Starbucks

Starbucks Corp.-მ, რომელიც ფლობს მსოფლიოში ყავახანების უდიდეს ქსელს, მეოთხე ფინანსურ კვარტალში წმინდა შემოსავლის 25%-იანი კლება დააფიქსირა, შემოსავლის 3%-ით გაზრდის პირობებში. ორივე მაჩვენებელი ბაზრის პროგნოზებთან შედარებით სუსტი იყო.

კვარტალში, რომელიც დასრულდა 29 სექტემბერს, კომპანიამ გამოაცხადა წმინდა მოგება 909,3 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 0,8 აშშ დოლარი თითო აქციაზე(1,22 მილიარდი აშშ დოლარი და ან 1,06 აშშ დოლარი აქციაზე ერთი წლით ადრე).

Starbucks-ის კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 9,07 მილიარდ დოლარამდე 9,37 მილიარდი დოლარიდან ერთი წლის წინ.

FactSet-ის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა საშუალოდ იწინასწარმეტყველეს კომპანიის წმინდა მოგება მეოთხე ფინანსურ კვარტალში –, $0,86$ თითო აქციაზე და შემოსავალი $9,19 მილიარდი.

გლობალური შედარებითი გაყიდვები 7%-ით დაეცა, მაშინ როცა ანალიტიკოსები საშუალოდ 6,2%-ით კლებას ელოდნენ. ყიდვების რაოდენობა შემცირდა 8%-ით, საშუალო ჩეკის ოდენობა გაიზარდა 2%-ით.

შედარებითი გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკასა და შეერთებულ შტატებში შემცირდა 6%-ით, დანარჩენ მსოფლიოში - 9%-ით, მათ შორის ჩინეთში - 14%-ით.

მეოთხე ფინანსურ კვარტალში, Starbucks-ის ყავის მაღაზიების რაოდენობა მსოფლიოში გაიზარდა 722-ით და 40,199 ლოკაციას მიაღწია. მათ შორის 16,941 Starbucks-ის ყავის მაღაზია შეერთებულ შტატებში და 7,596 ჩინეთში.

კომპანია გასული კვარტალის შედეგების მიხედვით გადაიხდის 0,61 აშშ დოლარის დივიდენდებს თითო აქციაზე.

ტელე კონფერენციაზე, Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ნიკოლმა თქვა, რომ კომპანიის ყავის მაღაზიები არ გაზრდიან ფასებს შეერთებულ შტატებში მომავალი უახლოესი წლის განმავალობაში. მან ასევე გამოაცხადა ზომები, რომლებიც უფრო კომფორტულს გახდის ყავის მაღაზიებში სტუმრობას.  მან ასევე დააანონსა ზომები, რომლებიც უფრო კომფორტულს გახდის ყავის მაღაზიებში სტუმრობას.

interfax