თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია დროებით შეიზღუდება

ელექტროენერგია

თბილისში, დღეს - 11 მარტს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, გოდერძი ჩოხელის, ნაქულბაქევის, სამაჩაბლოს, დემეტრე თავდადებულის, კოსტავას, ბერულავას, ასი ათასი მოწამის, ზუხბაიას და ხელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ღლონტის, ჭირნახულის და ტყემალაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის, გუდამაყრის და სანერგეს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.