1741596947
ტრამპი და ზელენსკი მინერალების შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ - Reuters

"აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მინერალების შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ი წერს, რომ ინფორმაცია ოთხმა წყარომ მას შემდეგ დაუდასტურა, რაც ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ოვალური კაბინეტის კატასტროფული შეტაკება ტრამპთან "სამწუხარო" იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერა ტრამპის ერისადმი მიმართვამდე რამდენიმე საათით ადრე იქნება. ტრამპი კონგრესის გაერთიანებული სესიას დღეს, ვაშინგტონის დროით 21:00-ზე მიმართავს.
აშშ-უკრაინის მინერალების გარიგების სრულ ტექსტს, the Kyiv Independent-ი ავრცელებს.
1741684222
ტრამპის ქონება ერთ დღეში $300 მილიონით შემცირდააშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონების წმინდა ღირებულება ორშაბათს თითქმის $300 მილიონით შემცირდა. ეს მისი კომპანია Trump Media & Technology Group-ის აქციების 11%-ზე მეტით გაუფასურებამ და ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოსვლამ განაპირობა.დონალდ ტრამპის ქონება 10 მარტის საღამოს 296 მილიონი დოლარით დაეცა და 4.6 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან, როდესაც მისი სიმდიდრე Trump Media-ს აქციების გაძვირების ფონზე გაიზარდა, ტრამპი 2.4 მილიარდი დოლარით არის გაღარიბებული.ამ შემთხვევაშიც, აშშ-ის პრეზიდენტის სიმდიდრის ცვლილება Trump Media-ს უკავშირდება. კერძოდ, კომპანიის აქციების ფასის 11.4%-ით შემცირებას, რის შემდეგაც ერთი აქციის ფასმა $19,92-მდე შეადგინა. ეს გასული ხუთი თვის განმავლობაში Trump Media-ს აქციების ყველაზე დაბალი სავაჭრო ფასია.საერთო ჯამში, Trump Media-ს აქციების ფასი 2025 წელს 41%-ით არის შემცირებული. შეგახსენებთ, წლის დასაწყისში აქციების ღირებულება $34,02-მდე აღწევდა.Trump Media-ს აქციების ღირებულების ვარდნა საფონდო ბირჟებზე ფასების შემცირების პარალელურად მოხდა – S&P 500 ექვსთვიან მინიმუმამდე დაეცა, Nasdaq-ი – 4%-ით და Dow Jones Industrial Average – 2.1%-ით შემცირდა. ეს ვარდნა კი ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ დონალდ ტრამპმა კვირას Fox News-თან ინტერვიუში 2025 წელს ქვეყანაში რეცესია არ გამორიცხა.
1741681260
„ხორბლის დაბალმა ფასებმა პრობლემები შექმნა - ზოგმა მიწა გაყიდა, ზოგმა დაანება თავი წარმოებას“ - რატომ მცირდება ნათესი ფართობებიმარცვლოვანი კულტურების საშემოდგომო ნათესი ფართობები ექვსწლიან მინიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური თანახმად, 2025 წლისთვის ხორბლისა და ქერის ნათესი ფართობები 58.7 ათას ჰექტარს შეადგენს.„მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, რომ ნათესი ფართობების შემცირება შესაძლოა, გამოწვეულია გასული ორი წლის განმავლობაში ხორბლის ფასების დაცემით, რამაც ფინანსური პრობლემები შეუქმნა ფერმერებს.„2023 წელს შემცირდა ფართობები, რადგან მოსავალი ვერ გაიყიდა და ფერმერებს ნახევარ ფასში მოუწიათ რეალიზაცია, შესაბამისად, 2024 წელს ნაკლები მარცვლეული დაითესა. მეორე ფაქტორია ის, რომ იმავე პერიოდში ლაგოდეხი გადავიდა სიმინდის თესვაზე, რადგან სიმინდი სარწყავ ტერიტორიებზე შედარებით მომგებიანია.2024 წლის შემოდგომით ხორბლისა და ქერის ფართობები უფრო მეტი უნდა იყოს დათესილი. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ იმ დაბალმა ფასებმა, რომელიც გასული 2 წლის განმავლობაში იყო, იმოქმედა ნათეს ფართობებზე. დაბალმა ფასებმა ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა დარგში მომუშავე ადამიანებს, უჭირდათ სესხების გადახდა, ზოგმა მიწა გაყიდა, ზოგმა დროებით დაანება თავი ხორბლის წარმოებას. მთელი წელი იმუშავეს და შემდეგ 40 თეთრში გაყიდეს 2023 წელს, მაშინ დაუმუშავებელი ფართობები დიდი იყო“, - აღნიშნავს ბენიაიძე.განსხვავებით წინა წლებისგან, ბენიაიძის თქმით, წელს გაზრდილია ხორბლის ფასი. უფრო კონკრეტულად, ამ ეტაპზე 1 კგ-ის ფასი 75-80 თეთრის ფარგლებში მერყეობს.„წელს ფასები გაიზარდა - მოსკოვიდან პეტერბურგამდე ათი რეგიონი გაიყინა და შედარებით ნაკლები მოსავალი მიიღო რუსეთმა და ამან წამოწია ფასების ზრდა. აგრეთვე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქერზე შემოიღოს დროებითი საფასური, რომელიც ალბათ, მუდმივში გადავა - ეს მოსაკრებელი აქვს რუსეთსაც, სწორედ იმის საპირწონე უნდა იყოს, რათა ფასები შენარჩუნდეს. თუკი ფასები იქნება რეალური, დარგი წინ წავა და გააჩნია იმის პოტენციალი, რომ 50%-ზე [თვითკმარობის] ავიდეთ“, - განაცხადა ბენიაიძემ.შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებულია 22 041 ტონა ხორბალი, რომლის ღირებულებამაც 5.29 მილიონ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქართული ხორბლის ექსპორტი არ განხორციელებულა.bpn.ge
1741681226
შავ ზღვაში ჩაღვრილმა მაზუთმა უკვე 87 დელფინი და 4 ათასზე მეტი ფრინველი შეიწირაქერჩის სრუტეში ჩაძირული ორი ტანკერიდან დაღვრილი მაზუთის გამო კრასნოდარის მხარეში მარტის პირველ კვირას კიდევ 22 დელფინი დაიღუპა.ინფორმაციას სამეცნიერო-გარემოსდაცვითი ცენტრი, „დელფა“ ავრცელებს.ცენტრი განმარტავს, რომ ნაპირზე ვეშაპისებრთა გამორიყვა, როგორც წესი, მარტიდან ივნისამდე პერიოდისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა შავ ზღვაში დეკემბრის ეკოლოგიურმა კატასტროფამ მდგომარეობა გააუარესა. მაგალითად, თებერვალში 25, ხოლო ნავთობის დაღვრის დაწყებიდან 80-ზე მეტი მკვდარი დელფინი იქნა ნაპოვნი.„დელფას“ განცხადებით, ვეშაპისებრ სხეულს ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება შეუძლია, რაც იმუნიტეტის მნიშვნელოვან დაქვეითებას და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ამ მიზეზით შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი სახეობა დაიღუპება.ყუბანში მომუშავე მოხალისეებმა განაცხადეს, რომ კატასტროფის შემდეგ 87 დელფინი და 4,123 მკვდარი ფრინველი აღმოაჩინეს. კიდევ 7,815 ფრინველი ცოცხლად ვიტიაზევოს ცხოველთა გადარჩენის მთავარ ცენტრში გადაიყვანეს.მანამდე ეკოლოგიისა და ზოოლოგიის დარგის რუსმა ექსპერტებმა გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელეს, რომ სიკვდილის ან მოწამვლის საფრთხის წინაშე შესაძლოა, 10 მილიონამდე ფრინველი, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი სახეობები აღმოჩნდეს. მარტში რეგიონში ბევრი ფრინველი ჩაფრინდება, ხოლო ზოგიერთი უკვე დაბრუნდა და თევზაობის დროს მაზუთის ლაქებში ეფლობა.ამასთან, ნავთობპროდუქტების ემისიები არ ჩერდება. ახალ დაბინძურებას, ყუბანიდან ანექსირებულ ყირიმამდე, ყველგან პოულობენ. სითბოს გამო მაზუთი დნება, ქვიშაში უფრო ღრმად შეიწოვება და მისი ამოღება, თითქმის, შეუძლებელი ხდება.ცნობისთვის: ტანკერები, Volgoneft-239 და Volgoneft-212, რომლებსაც 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ, ქერჩის სრუტეში, კავკაზის პორტის სიახლოვეს 15 დეკემბერს ჩაიძირა. შედეგად შავ ზღვაში 4 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა. დაბინძურება კრასნოდარის მხარიდან ყირიმამდე სწრაფად გავრცელდა. ანაპის სანაპირო გრუნტში ტოქსიკური ქიმიური ნაერთის, ბენზოპირენის საშიში კონცენტრაციები დაფიქსირდა. მაზუთმა, ასევე, ოდესამდე მიცურა და აზოვის ზღვაშიც შეაღწია.ჩაძირული ტანკერებიდან ნავთობპროდუქტები თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჟონავდა და მისი ამოტუმბვის სამუშაოები მხოლოდ 19 იანვარს დაიწყო. კრასნოდარის მხარეში, ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში რეგიონული დონის საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. საგანგებო რეჟიმი ფედერალურ დონეზეც გამოცხადებულია.bpn.ge
1741671480
11 მარტი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით +13, +18°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე, დღისით +18, +23°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +14, +19°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით +9, +14°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით + 6°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+6 .გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +6°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+6°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +7°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +5°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21, ღამით +10°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით+4°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+10°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+5 °.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +1°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+1°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით 0°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით -4°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +3°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+2°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით -1°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +2°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით 0°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით -4°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით -1°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით -2°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +1°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით -6°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +5°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+6°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+6°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით+6°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით+5°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+6°.
1741671060
თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია დროებით შეიზღუდებათბილისში, დღეს - 11 მარტს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, გოდერძი ჩოხელის, ნაქულბაქევის, სამაჩაბლოს, დემეტრე თავდადებულის, კოსტავას, ბერულავას, ასი ათასი მოწამის, ზუხბაიას და ხელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ღლონტის, ჭირნახულის და ტყემალაძის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის, გუდამაყრის და სანერგეს ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.