თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია დროებით შეიზღუდება

ელექტრო ნათება

თბილისში, დღეს - 13 მარტს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, კაჭარავას, ბოჭორმის, ქეთევან მაღალაშვილის, შავსოფლის, ბოჭორიძის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, პატარძეულის, უჯარმის, არბოშიკის, სამასი არაგველის, იალბუზის, ლუსინიანის, ბოდბის, გლახო ზახაროვის, დოლაბაურის და ეთერ კაკულიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.