1743065229
თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგია დროებით შეიზღუდება

თბილისის ნაწილს დღეს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნაწილობრივ) და დაბა ტაბახმელას (ნეწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის საერთო საცხოვრებლების, გობრონიძის და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტალის (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1743058747

1742808563

1743076325
ირანული ვალუტა დოლართან მილიონიან ნიშნულზე მეტად პირველად გაუფასურდაირანული ვალუტა დოლარზე 1 მლნ რიალზე მეტად პირველად გაუფასურდა და ახალი ანტირეკორდი მოხსნა, როცა ერთ დოლარზე 1.039 მლნ რიალი შეადგინა.ინფორმაციას Reuters ავრცელებს.ეს რიალის ღირებულების ორჯერ დაცემაა მას შემდეგ, რაც მასუდ პეზეშკიანი შარშან პრეზიდენტი გახდა.მთავარ მიზეზად აშშ-ის მკაცრი სასანქციო პოლიტიკა რჩება, რომელიც ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტსა და უცხოურ ვალუტაზე წვდომას ზღუდავს.გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ირანელები ფინანსურ დაცვას დოლარის, სხვა მყარი ვალუტისა და ოქროს შეძენის სახით ეძებენ, რაც მომავალში რიალის უფრო მეტად გაუფასურების წინაპირობაა.ქვეყანაში ინფლაცია უკვე 40%-ს აჭარბებს, ხოლო რიალის კურსი 2018 წლიდან, თითქმის, 20-ჯერ დაეცა. კერძოდ, 2018 წელს, როცა ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ სანქციები ხელახლა დააწესა, რიალი, დაახლოებით, 55,000 დოლარს შეადგენდა.იანვრიდან, ანუ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის გაყიდვაზე სანქციების უკვე ოთხი პაკეტი დააწესა.
1743071676
ვინ არის და რატომ დააკავეს სანქცირებული რუსი მილიარდერი მოშკოვიჩიმოსკოვში ყოფილი სენატორი და აგრარულ ჰოლდინგ „რუსაგროს“ დამფუძნებელი, მილიარდერი, ვადიმ მოშკოვიჩი დააკავეს. მოსკოვში 57 წლის მოშკოვიჩის დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველად Telegram-არხებმა, Shot-მა და Baza-მ გაავრცელეს.მათი ცნობით, კომპანიის ოფისებში ჩხრეკა როგორც დედაქალაქში, ასევე, ბელგოროდში მიმდინარეობს. ოფისების ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას „რუსაგრო“ ადასტურებს.RBC წერს, რომ მოშკოვიჩის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები თაღლითობის მუხლით, კერძოდ, ბელგოროდის ოლქში მიწის აქტივების თაღლითურ სქემებში მონაწილეობისთვის მიმდინარეობს. წყაროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „მიტაცების ფაქტზე აღძრა იმ კომპანიებში, რომლებთანაც „რუსაგროს“ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა“.მოშკოვიჩი დაკითხვის მიზნით შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტში გადაიყვანეს. RBC-ის წყაროს ცნობით, ის შესაძლოა, ჯერ კიდევ 25 მარტს დაეკავებინათ.ვინ არის ვადიმ მოშკოვიჩიის 1967 წელს დაიბადა. 2006 წლიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოში სენატორად ბელგოროდის ოლქს წარმოადგენდა. მისი უფლებამოსილება 2015 წლის ოქტომბერში უნდა ამოწურულიყო, თუმცა თანამდებობა 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში, ვადაზე ადრე დატოვა. 2014 წლის მდგომარეობით, ფედერაციის საბჭოში წარმოდგენილი უმდიდრესი ოჯახების სიაში მაშკოვიჩმა მეოთხე ადგილი დაიკავა. იმ დროს ის არა მხოლოდ “რუსაგროს,” არამედ დეველოპერულ კომპანია A101-ს ფლობდა, რომელიც 2015 წელს მიხაილ გუცერიევის BIN-ჯგუფს მიჰყიდა. ეს გარიგება Forbes-ის წყაროებმა 700 მლნ დოლარად შეაფასეს.მოშკოვიჩმა საკუთარ თავს “მოსკოვის ყველაზე უიღბლო დეველოპერი” უწოდა, რადგან მან თავისი ოცნება-გეგმის განხორციელება, ანუ დღევანდელი ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე “მზის ქალაქის” აშენება ვერ შეძლო. ნებართვების მოპოვების სირთულეების გამო მოშკოვიჩმა ამ ოცნებაზე უარი თქვა.2018 წელს მან კერძო სკოლა, Letovo დააარსა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგში საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამებით ლიდერობდა.2022 წელს მოშკოვიჩი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა.“რუსაგრო”ეს ვადიმ მოშკოვიჩის მთავარი აქტივია, რომელიც 2004 წელს დაარსდა. იმ დროს ამ ბიზნესის ბირთვი ბელგოროდისა და ტამბოვის ოლქებში შაქრის ხუთი ქარხანა იყო, რომლებმაც 23,7 მლრდ რუბლის (283 მლნ დოლარის) შემოსავალი მოიტანა. ამასთან, კომპანია ზეთისა და ცხიმპროდუქტების ბიზნესს ავითარებდა.ამჟამად “რუსაგროს” საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულებაა: შაქრის წარმოება (ბრენდები, „რუსული შაქარი,“ „ჩაიკოფსკი“ და სხვ.), ზეთისა და ცხიმპროდუქტების წარმოება (ბრენდები, „რიაბა“, „ასტორია” და სხვ.) და ხორცის წარმოება (ბრენდი, „სლოვო მიასნიკა“).2024 წლის შედეგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალმა 340,1 მლრდ რუბლი, ანუ 4 მლრდ დოლარი (+ 23% წელიწადში), ხოლო სუფთა მოგებამ 31,6 მლრდ რუბლი, ანუ 377 მლნ დოლარი (-29%) შეადგინა. საკუთარი შეფასებით, კომპანია რუსეთში შაქრის წარმოებით მეორე ადგილზეა და ბაზრის 15%-იანი წილი უკავია, მზესუმზირის ზეთის წარმოებით პირველ ადგილზე (12,3%-იანი წილით), ხოლო ღორის ხორცის წარმოებით ბაზარზე მესამე ადგილზეა (5,5%).2011 წლის აპრილში “რუსაგრომ” IPO ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართა და კომპანიის ჯამური 1.8 მლრდ დოლარის შეფასების ფონზე 18.3%–ით 330 მლნ დოლარი მიიზიდა. ამ IPO-ს შემდეგ ჰოლდინგის სათავო სტრუქტურა კვიპროსული კომპანია, Ros Agro Plc. გახდა.2022 წელს, უკრაინის ომის გამო ლონდონის საფონდო ბირჟამ რუსული კომპანიების სადეპოზიტო ქვითრებით, მათ შორის, “რუსაგროს” ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შეაჩერა. ამ ფონზე კომპანიამ ბირჟა დატოვა. მართალია, “რუსაგროს” წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა, მაგრამ თავად მოშკოვიჩს ევროკავშირის პერსონალური სანქციები შეეხო. ამ ფონზე მან Ros Agro Plc-ში თავისი წილი 50%-ზე ნაკლებ ოდენობამდე შეამცირა და “რუსაგროს” დირექტორთა საბჭო დატოვა.2024 წელს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა იუსტიციის სამინისტროს ვადიმ მოშკოვიჩის უცხო ქვეყნის აგენტად აღიარების მოთხოვნით იმ მოტივით მიმართეს, რომ “რუსაგროს” მშობელი კომპანია, Ros Agro PLC კვიპროსში იყო რეგისტრირებული. იმავე წლის ივლისში “რუსაგრო” ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ორგანიზაციების სიაში შეიტანეს, რის საფუძველზეც აგვისტოში სასამართლომ კვიპროსელ აქციონერს რუსულ აქტივებზე კორპორაციული უფლებები შეუჩერა.2024 წელს რუსი მილიარდერების Forbes-ის რეიტინგში მოშკოვიჩმა 55-ე ადგილი დაიკავა, ხოლო მისი ქონება 2,7 მლრდ დოლარად შეფასდა.მოშკოვიჩის დაკავების ამბების ფონზე “რუსაგროს” აქციები 20,4%-ით დაეცა.
1742972734
ილონ მასკი დაახლოებით, 16.5 მლრდ დოლარით გამდიდრდა - Tesla-ს აქციები 11%-მდე გაიზარდა24 მარტის საფონდო ბაზარზე Tesla-ს აქციებმა თითქმის, 11%-ით მოიმატა, რაც კომპანიისთვის 6 ნოემბრის ანუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ საუკეთესო დღე იყო. ამის შესახებ Forbes წერს.ბოლო ორთვიანი არასტაბილურობის შემდეგ საფონდო ბირჟამ მოიმატა ინვესტორების პოზიტიური განწყობების გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფები არ აღმოჩნდება ისეთი საშიში, როგორადაც თავდაპირველად მიიჩნევდნენ. ცნობისთვის, პარასკევს ტრამპმა განაცხადა, რომ საპასუხო ტარიფების ეკონომიკური პოლიტიკა „მოქნილი” იქნება.24 მარტს Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ 95 მლრდ დოლარით მოიმატა, რაც Ford-ის მთლიან შეფასებაზე ორჯერ მეტია. Forbes-ის მიხედვით, Tesla-ს აქციების ზრდის შედეგად ილონ მასკი, დაახლოებით, 16,5 მლრდ დოლარით გამდიდრდა და მისი სუფთა ქონება 351 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა ეს ოდენობა დეკემბრის პიკზე ჯერ კიდევ 110 მლრდ დოლარით ნაკლებია.24 მარტს S&P 500-ი 1.8%-ით გაიზარდა და 7 მარტის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია. აშშ-ის საფონდო ინდექსი, 6-თვიან შიდადღიურ მინიმუმთან შედარებით, რომელიც 13 მარტს დაფიქსირდა, 4%-ით გაიზარდა. თუმცა ის თებერვალში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმზე 6%-ით დაბალი რჩება.Dow Jones Industrial Average-ი 1.4%-ით, ანუ 590 პუნქტზე მეტად გაიზარდა, ხოლო ტექნოლოგიურმა Nasdaq-მა 2.3%-ით მოიმატა. ორივე ინდექსმა ორი კვირის მაქსიმუმს მიაღწია.24 მარტის „ნახტომის” დროს ყველაზე შესამჩნევი ზრდა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების „დიდმა შვიდეულმა,” Alphabet-მა, Amazon-მა, Apple-მა, Meta-მა, Microsoft-მა, Nvidia-მ და Tesla-მ დააფიქსირეს. მათგან დღის ლიდერი Tesla გახდა.
1742972538
9-ჯერ მეტი მოგება - როგორ გაიზარდა Balenciaga-ს შემოსავალი დემნა გვასალიას დირექტორობისასდემნა გვასალია ივლისიდან Balenciaga-დან Gucci-ს მოდის სახლში გადაბარგდება და იტალიურ ბრენდშიც კრეატიული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.Balenciaga-ში მის 10-წლიან მოღვაწეობაზე CNN-ი წერს: „თანამედროვე ფუფუნების ტენდენციები თავიდან განსაზღვრა და გლობალური აღიარება მოიპოვა, შემდეგ კი ეს ავტორიტეტი განამტკიცა“. ეს წარმატება რიცხვებში ნათლად გამოიხატება და კარგად ჩანს, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა ესპანურმა ბრენდმა ქართველის მისვლის დღიდან.იმის მიუხედავად, რომ Kering Group-ი კონკრეტულად Balenciaga-ს ზუსტ შემოსავლებს არ ასაჯაროებს, HSBC-ის გამოთვლებით, დემნა გვასალიას მისვლის პირველ წელს ბრენდის შემოსავალი 200 მილიონი ევრო იყო, 2021 წელს კი ამ თანხამ 1.76 მილიარდი ევრო შეადგინა. შესაბამისად, 6-წლიან პერიოდში კომპანიის მოგება თითქმის 9-ჯერ (8.8) გაიზარდა.შედარებისთვის - Voguebusiness-ის მონაცემებით, Gucci-ს 2022 წელს 10.5 მილიარდი ევროს შემოსავალი ჰქონდა, 2024-ში კი ეს თანხა 7.65 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა მაინც ორჯერ მეტი იყო მის კონკურენტ „პრადას“ (3.56 მილიარდი) შემოსავალზე.სოხუმში დაბადებული გვასალია, რომელიც, სხვათა შორის, დღეს (25 მარტი) 44 წლის გახდა, Gucci-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე საბატო დე სარნოს ჩაანაცვლებს - ბრენდს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა.აღსანიშნავია, რომ Balenciaga-სა და Gucci-ს ფლობს ფრანგული კონგლომერატი Kering-ი, რომლის CEO-მ, ფრანსუა-ანრი პინომ გვასალიაზე განაცხადა: „დემნას შემოქმედებითი ნიჭი და ძალა სწორედ ისაა, რაც Gucci-ს ყველაზე მეტად სჭირდებოდა“.bpn.ge
1742969540
26 მარტი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში დღეს ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მცირე წვიმა. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან მცირე წვიმა, ღამით მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +11, +16°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან მცირე წვიმა, ღამით მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +12, +17°; მაღალ მთაში ღამით -6, -1°, დღისით +6, +11°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +6 °.სოხუმი -დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+10°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+11°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან მცირე წვიმა. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +11 °.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. მცირე წვიმა. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +9 °.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით+12°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16, ღამით +2°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+10°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21, ღამით+6°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +4°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით+3°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+1°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით -1°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით+5°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +4°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით+2°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +4°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით 0 °.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით-2°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +3°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +2°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+4 .ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით -1°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +6°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +7°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით+6°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით+5.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით+5°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +6°.