დონალდ ტრამპმა აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა

მსოფლიო 1743065229
ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს ზომა გამოიწვევს ავტომობილების ინდუსტრიის "უზარმაზარ ზრდას" და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების ზრდას აშშ-ში.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არსებობს რაიმე შანსი, რომ ის კურსს შეცვლის, ტრამპმა უპასუხა : „არა. ეს მუდმივია“.

”თუ აწარმოებთ ავტომობილს შეერთებულ შტატებში, ტარიფი არ იქნება,” - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.