1743318000
აშშ-ში ერთ დღეში 1000 „ოქროს ბარათი“ გაიყიდა

აშშ-ში ერთ დღეში 1000 „ოქროს ბარათი“ გაიყიდა, რითაც ქვეყნის ბიუჯეტში 5 მლრდ დოლარი შევიდა.
ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რასაც Financial Express ავრცელებს.
ახალი საიმიგრაციო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული „ოქროს ბარათები“ 5 მლნ დოლარად ბინადრობის უფლების მიღების სანაცვლოდ იყიდება. მისი შეძენით უცხოელებს ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების უფლება ეძლევათ.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მილიონი ბარათის გაყიდვასა და 5 ტრლნ დოლარის გამომუშავებას პროგნოზირებს.
მთლიანობაში, მსოფლიოში 37 მლნ ადამიანი ითვლება პოტენციურ მყიდველად, რომლებსაც ასეთი ინვესტიცია შეუძლია.
პროგრამა საინვესტიციო ვიზა EB-5-ის ალტერნატივაა, რომლის ჩანაცვლებასაც ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს. აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ შესული თანხა ეროვნული ვალის შემცირებას მოხმარდება, რამაც 36.2 ტრლნ დოლარს გადააჭარბა.
„ოქროს ბარათის“ მყიდველების გადამოწმების დასაჩქარებლად ილონ მასკის გუნდი სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ჩაეშვება. ლუტნიკი ამბობს, რომ ეს სისტემა ნებისმიერ სახელმწიფო სამსახურზე უფრო სწრაფი გადამოწმების საშუალებას გააჩენს.
იმის მიუხედავად, რომ „ოქროს ბარათის“ მფლობელებს მოქალაქეობის მიღების უფლება აქვთ, მათი უმრავლესობის მხრიდან ამ განაცხადების წარდგენას ნაკლებად მოელიან, რის მიზეზადაც აშშ-ის გლობალური დაბეგვრა სახელდება.