1743318000
ირანული ვალუტა დოლართან მილიონიან ნიშნულზე მეტად პირველად გაუფასურდა

ირანული ვალუტა დოლარზე 1 მლნ რიალზე მეტად პირველად გაუფასურდა და ახალი ანტირეკორდი მოხსნა, როცა ერთ დოლარზე 1.039 მლნ რიალი შეადგინა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ეს რიალის ღირებულების ორჯერ დაცემაა მას შემდეგ, რაც მასუდ პეზეშკიანი შარშან პრეზიდენტი გახდა.
მთავარ მიზეზად აშშ-ის მკაცრი სასანქციო პოლიტიკა რჩება, რომელიც ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტსა და უცხოურ ვალუტაზე წვდომას ზღუდავს.
გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ირანელები ფინანსურ დაცვას დოლარის, სხვა მყარი ვალუტისა და ოქროს შეძენის სახით ეძებენ, რაც მომავალში რიალის უფრო მეტად გაუფასურების წინაპირობაა.
ქვეყანაში ინფლაცია უკვე 40%-ს აჭარბებს, ხოლო რიალის კურსი 2018 წლიდან, თითქმის, 20-ჯერ დაეცა. კერძოდ, 2018 წელს, როცა ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ სანქციები ხელახლა დააწესა, რიალი, დაახლოებით, 55,000 დოლარს შეადგენდა.
იანვრიდან, ანუ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის გაყიდვაზე სანქციების უკვე ოთხი პაკეტი დააწესა.