1750326447
ვიეტნამი ექსპატებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანაა – კვლევა

ვიეტნამი ექსპატებისთვის საცხოვრებლად ყველაზე იაფ ქვეყნად დასახელდა – ეს შედეგი ბრიტანული კომპანია William Russell-ის კვლევამ აჩვენა.
რეიტინგის შედგენისას გაანალიზდა უცხოელი მუშაკების ხარჯები ჯანდაცვაზე, ტრანსპორტზე, საკვებზე, ქირასა და კომუნალურ გადასახადებზე.
ვიეტნამში ცხოვრების საერთო ღირებულება 59%-ით დაბალია, ვიდრე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში. ერთ საძინებლიანი ბინის ქირა თვეში მხოლოდ 361 დოლარი ღირს, ხოლო სამ საძინებლიანი ბინის საშუალო ფასი 801 დოლარია.
1750497180
დისნეი ხელნახატ ანიმაციას აბრუნებს — გაიცანით "გატო"სამი თვეც არ არის გასული მას შემდეგ, რაც პატარა, დამოუკიდებელმა ლიტვურმა ანიმაციურმა ფილმმა შავ კატაზე ოსკარი მოიპოვა საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში — და დისნეიმ და პიქსარმა ახალი პროექტი დააანონსეს, სადაც მთავარ როლში შავი კატა გვხვდება.ფილმის სახელია Gatto და მას რეჟისორი ენრიკო კასაროზა ქმნის, რომელიც ცნობილია ფილმებით Luca და La Luna. მოქმედება იტალიაში, ვენეციაში ვითარდება და მოგვითხრობს შავ კატაზე სახელად ნერო. დისნეის ოფიციალური სინოფსისის მიხედვით, "კატების მაფიის ბოსის ვალის გამო, ნეროს მოუწევს სრულიად მოულოდნელი მეგობრობის გაბმა — რამაც, შესაძლოა, საბოლოოდ მის ცხოვრებას აზრს შესძინოს…"პირველი ვიზუალი ფილმიდანფოტო: Pixarქალაქ ანესის ანიმაციის ფესტივალზე პიქსარის პრეზენტაციის დროს ფილმზე სხვა დეტალებიც გახდა ცნობილი:ნეროს წყალი არ უყვარს, თუმცა მუსიკა მოსწონს. ის ქუჩის მხატვარ მაიას უმეგობრდება.ფილმი უფრო სტილიზებულია, ვიდრე პიქსარის წინა ნამუშევრები — მას მხატვრული, ხელით დახატული ტექსტურებისა წყალობით "ნახატის" ვიზუალი აქვს. ანიმაციის პროდიუსერია ანდრეა უორენი, რომელიც ასევე იყო Luca-ს პროდიუსერი.Gatto-ს პრემიერა 2027 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. მანამდე პიქსარი სამ ახალ ანიმაციურ ფილმს გამოუშვებს. ესენია: Elio (2025), Hoppers (2026), Toy Story 5 (2026).წყარო: Cartoon Brew
1750495500
გერმანული სტარტაპი - ევროპაში პრივატული კუპეების მქონე ღამის მატარებლების ქსელი ჩაეშვებაგერმანულმა სტარტაპ Nox-მა ღამის მატარებლების ახალი ქსელის გაშვება დააანონსა, რომელზეც მგზავრებს ერთ ან ორადგილიან კერძო საძილე კუპეებს შესთავაზებენ.ინფორმაციას Euronews Travel ავრცელებს.ამასთან, კომპანია პირობას დებს, რომ ასეთ მატარებლებზე ბილეთები ავიარეისების ღირებულებაზე ძვირი არ ეღირება.პირველი რეისები 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.მატარებლებს სამი კატეგორიის კუპე ექნება: ერთადგილიანი ზედა საწოლით, სავარძლითა და მაგიდით ორადგილიანი ზედა საწოლით, ორი სავარძლითა და მაგიდით ორადგილიანი ზედა და ქვედა საწოლით, რომელთაგან ქვედა სავარძლად გარდაიქმნება სამივე კატეგორიის კუპეს ორმეტრიანი საწოლი და საკმარისი ადგილი ექნება, რომ მგზავრი წამოდგეს და ბარგი შეინახოს. ასევე, ზოგიერთ კუპეს ფანჯრები პანორამული ხედებით ექნება.კუპეების დიზაინი Nox-ს საშუალებას მისცემს, თავის მატარებლებში, ტრადიციულ ოპერატორებთან შედარებით, უფრო მეტი მგზავრი განათავსოს.„დღეს ადამიანებს თავიანთი კუპეების უცნობებთან გაზიარება უწევთ, რომელშიც საწოლები ვიწროა, ხოლო ბილეთი ხშირად საჰაერო მგზავრობაზე უფრო ძვირი ღირს. ჩვენ ამის შეცვლა გვსურს, რომ ღამის მატარებლები ევროპული მოგზაურობის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ,“ - აცხადებს Nox-ის თანადამფუძნებელი, ტიბო კონსტანტი.თავად კონსტანტის მოგზაურობებს სოციალურ ქსელებში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი გამომწერი ადევნებს თვალყურს. მან მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი ღამის მატარებლით იმგზავრა და ამბობს, რომ ამ გამოცდილებამ ახალი საძილე ვაგონების დიზაინზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.ტარიფები 35-ზე მეტ ევროპულ მარშრუტზე იქება ხელმისაწვდომი, ხოლო 2035 წლისთვის Nox-ს ღამის სარკინიგზო ქსელის გაბმა მთლიანობაში 100 ევროპულ ქალაქს შორის სურს. მათ შორის არის პარიზი, ბარსელონა, ამსტერდამი, კოპენჰაგენი, ვარშავა, ბუდაპეშტი და რომი. კომპანიის მიზანია, ქსელი მოკლემაგისტრალიანი რეისების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად იქცეს, ხოლო ბილეთის ფასი ავიაბილეთების ღირებულებას არ სცდებოდეს.დაინტერესებულ მოგზაურებს დაგეგმილი განრიგისა და ფასების ნახვა Nox-ის ვებგვერდზე უკვე შეუძლიათ. კერძოდ, ერთადგილიან კუპეზე ფასები 79 ევროდან, ხოლო ორადგილიანზე 149 ევროდან იწყება. ბორტზე საკვებითა და სასმელით მომსახურება იქნება ორგანიზებული, ასევე, ველოსიპედებისა და შშმ პირების ეტლებისთვის ადგილი გამოიყოფა.მოგზაურებს უკვე შეუძლიათ, უფასო კლუბ Early Bird-ს შეუერთდნენ, რომ მოვლენებზე ინფორმირებული იყვნენ და ფასდაკლებებსა თუ ადრეულ დაჯავშნებზე წვდომა მიიღონ.
1750490220
რომელია და როგორ გამოიყურება პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ოთხი ვილა (+ფოტო)მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლები ძირითადად მილიარდერებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლები და სათამაშო მოედნებია.ზოგიერთი მათგანი ისეთი გაოცარი და გრანდიოზულია, რომ მხოლოდ დათვალიერებაც კი გაგაოცებთ.წარმოგიდგენთ პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებულ სასახლეებს:სანაპირო სასახლე, კანადა: 42.5 მილიონი აშშ დოლარიდასავლეთ ვანკუვერის განსაცვიფრებელ სანაპიროზე მდებარე ეს სასახლე კანადაში გასაყიდად გამოტანილი ყველაზე ძვირად ღირებული სახლია. ის 42.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა და მოიცავს თითქმის 929 კვ.მ საცხოვრებელ სივრცეს.ადგილობრივი არქიტექტორის, რასელ ჰოლინგსვორთის მიერ დაპროექტებული სახლი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქუჩაზე მდებარეობს.სასახლე გთავაზობთ 180 გრადუსიან ზღვის ხედებს ვესტ ბეის წყლებზე.აქ არის კლდეში ჩაფლული მრავალდონიანი აუზი და ჯაკუზი კლდის პირას. აქვს სასადილო ტერასა სუფთა ჰაერზე ვახშმისთვის.შენობის სამხრეთ მხარეს იატაკიდან ჭერამდე მინის კედლებია.სახლს აქვს ორი სართული, 5 საძინებელი, 7 სველი წერტილი და ერთი სტუმრის საძინებელი.ვილა ვერსალი, შვეიცარია: 66 მილიონი აშშ დოლარიეს სახლი შვეიცარიის კანტონ ტიჩინოში მდებარეობს, რომელიც ცნობილია როგორც “ვილა ვერსალები“. ეს არის „ყველაზე ექსკლუზიური“ რაიონი.1,516 კვ.მ ფართობის ქონებას აქვს ექვსი საძინებელი და 11 სველი წერტილი, ასევე განსაცვიფრებელი მოვლილი ბაღები და ტერასები.ბერძნული აღორძინების სტილის შენობას აქვს კლასიკური ექსტერიერი თეთრი სვეტების ორსართულიანი იარუსით, დიდი ფანჯრებით და როტონდითაც კი, რომელიც უკანა ბაღსა და ტბას გადაჰყურებს.შიგნით, მამული უფრო ფრანგულ შატოს მოგვაგონებს. ვილა ადრე 66 მილიონი აშშ დოლარად იყო გამოტანილი.შატო მერლინგი, ჟენევა, შვეიცარია: 67 მილიონი აშშ დოლარიშვეიცარია ცნობილია ძვირადღირებული უძრავი ქონებით. შატო დე მერლინგი, რომელიც 2025 წლის მაისის მდგომარეობით JamesEdition-ზე 67 მილიონი აშშ დოლარად იყო გამოტანილი, განსაკუთრებით გრანდიოზული სასახლეა.ის მდებარეობს ჟენევის ტბის სანაპიროზე. ისტორიული მამული ოდესღაც იტალიელი დედოფლის სახლი იყო.მე-16 საუკუნეში ის დევნილთა თავშესაფრად გამოიყენებოდა. შატო დე მერლინგის დღევანდელი იერსახე 1625 წელს დაარსდა და საუკუნეების განმავლობაში თავადაზნაურობისა და სამეფო ოჯახის თავშესაფარს წარმოადგენდა.მიუხედავად იმისა, რომ მამული თანამედროვე ცხოვრებისთვის განახლდა, მისი ინტერიერი კვლავ გამორჩეული და ისტორიულია.მთავარ სახლს აქვს 8 საძინებელი და 8 სველი წერტილი. სასადილო ოთახთან ერთად, სხვა სივრცეებს შორისაა ბიბლიოთეკა და სათამაშო ოთახი.ვაისენჰაუსი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი, გერმანია: 157 მილიონი აშშ დოლარიგერმანიის ჩრდილოეთით, შლეზვიგ-ჰოლშტაინში, მდებარეობს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი. სპილოსძვლისფერი თეთრი სახლის გამო, ვაისენჰაუსის სახელით ცნობილი ეს მამული ნამდვილი მარგალიტია. ის უფრო გაშლილ კერძო სოფელს ჰგავს, ვიდრე ცალკე მდგომ სახლს.ეს უზარმაზარი მიწის ნაკვეთი 2025 წლის აპრილში Sylt Sotheby's International Realty-მა გასაყიდად 157 მილიონი აშშ დოლარად გამოიტანა.ვაისენჰაუსს მდიდარი ისტორია აქვს. მთავარი სასახლე 1607 წლით თარიღდება, როდესაც ადგილობრივმა ოჯახმა შეუკვეთა მშენებლებს.მამული საუკუნეების განმავლობაში ფართოვდებოდა, თუმცა 1895 წელს ხანძარმა ის გაანადგურა.ფერფლიდან აღმდგარი სახლი 1952 წელს გადააკეთეს, ხოლო მამულში არსებული 40 შენობის სრული რესტავრაცია 2014 წელს დასრულდა.ახლა ეს არაჩვეულებრივი მამული გთავაზობთ 70 ლუქსს, ვილას და რეზიდენციას. ქონების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მახასიათებელია 2,508 კვ.მ-ის ფართობის სპა კომპლექსი. ობიექტი ასევე მოიცავს დახურულ და ღია საცურაო აუზებს, ასევე საუნებს და ულტრათანამედროვე სამკურნალო ოთახებს.მამულს ასევე აქვს საკუთარი 3.2 კმ-ის სიგრძის ქვიშიანი პლაჟი.წყარო: loveproperty.com
1750490100
ვიეტნამი ექსპატებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანაა – კვლევავიეტნამი ექსპატებისთვის საცხოვრებლად ყველაზე იაფ ქვეყნად დასახელდა – ეს შედეგი ბრიტანული კომპანია William Russell-ის კვლევამ აჩვენა.რეიტინგის შედგენისას გაანალიზდა უცხოელი მუშაკების ხარჯები ჯანდაცვაზე, ტრანსპორტზე, საკვებზე, ქირასა და კომუნალურ გადასახადებზე.ვიეტნამში ცხოვრების საერთო ღირებულება 59%-ით დაბალია, ვიდრე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში. ერთ საძინებლიანი ბინის ქირა თვეში მხოლოდ 361 დოლარი ღირს, ხოლო სამ საძინებლიანი ბინის საშუალო ფასი 801 დოლარია.ვრცლად buyingbusinesstravel–ზე
1750486680
ძვირადღირებული ფერმერული კურორტები, სადაც ღამის გატარება 3000 დოლარი ღირს - როგორია დასვენების მომავალიწლების წინ, ფერმერული ცხოვრება ტალახთან, მძიმე სამუშაოსთან და დაუღალავ შრომასთან ასოცირდებოდა. თუმცა ბოლო დროს ტენდენცია შეიცვალა და დღეს Instagram-სა და TikTok ვიდეოებში ფერმერები გამომწერებს ულამაზეს გარემოს უზიარებენ, სადაც ჯანსაღი საკვები, სუფთა ჰაერი და ბუნებასთან სიახლოვეა ასახული.უფრო მეტიც, მსოფლიოში ფეხს იკიდებს ფერმერული კურორტები, რომლებიც დამსვენებლებს ადგილზე ცხოვრების ყველანაირ უპირატესობას სთავაზობს.მაგალითად, ტენესის დიდ კვამლიან მთისწინეთში, სტუმრებს შეუძლიათ დარჩნენ 4,200 ჰექტარზე გაშენებულ მაყვლის ფერმაში და ისიამოვნონ თევზაობით, ცხენებით ჯირითით, ღვინის მარნით და სხვა.პორტუგალიის სან ლოურენსო დუ ბაროკალში, სტუმრები ტკბებიან საძოვრებით, სადაც პირუტყვი და ზეთისხილის ხეებია.მექსიკის კურორტ სან ხოსე დელ კაბოში, Flora Farms სტუმრებს სთავაზობს ოთახებსა და სახლებს კულინარიის მოყვარულთათვის, მყუდრო ოჯახურ მამულში.ხოლო პუერტო რიკოს აღმოსავლეთ მხარეს, 1,100 ჰექტარზე გაშენებული მონკაიოს ქონება მოიცავს 400 რეზიდენციას, 68 სტუმრების ოთახს, 100 ჰექტარზე გაშენებულ ფერმას და გოლფის მოედნებს ქედებზე.ბევრი უძრავი ქონების ნომრების ფასი ღამეში 1000-დან 3000 დოლარამდე მერყეობს, ხოლო მონკაიოში დასრულებული რეზიდენციების ფასი 12 მილიონი დოლარიდან იწყება.„აქ იქნება გოლფის მოედნები, ჩოგბურთი, ნავით გასეირნება კუნძულებზე. გამიკვირდება, თუ დღეების უმეტესობა ფერმაში მოგზაურობით არ დაიწყება ან დასრულდება“, - განაცხადა Juniper Capital-ის მონკაიოს განვითარების პრეზიდენტმა კარტერმა.ჰანა ნილემანი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფერმერია, რომელსაც მხოლოდ Instagram-ზე 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის ხშირად აჩვენებს გამომწერებს, თუ როგორ კრეფს ახალ ბოსტნეულს თავისი ბაღიდან შვილებთან ერთად (მას რვა შვილი ჰყავს) და თავის საყვარელ ლატეს ამზადებს საღამოობით.ასეთ საქმიანობაში ცნობილი ადამიანებიც ჩაერთნენ და ფერმაში მუშაობა ცხოვრების წესად გაიხადეს. მაგალითად, ცნობილია, რომ სუპერმოდელი დები ჯიჯი და ბელა ჰადიდები ხშირად ოჯახის 32 ჰექტარზე გაშლილ პენსილვანიურ ფერმაში ისვენებენ.ტენდენციების პროგნოზირების ფირმა WGSN-ის უფროსი სტრატეგი ელისონ რისი, მიიჩნევს, რომ ფერმაში დასვენება უფრო მეტად პოპულარული ხდება და საკმაოდ დიდი მომავალიც აქვს.Fortune Business Insights-ის თანახმად, გლობალური აგროტურიზმის ბაზარი, რომლის ღირებულება 2019 წელს 69.2 მილიარდი დოლარი იყო, 2032 წლისთვის 197.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს.AirDNA-ს მონაცემებით, რომელიც მრავალ პლატფორმაზე მოკლევადიანი გაქირავების მონაცემებს აკონტროლებს, აღნიშნავს, რომ გაქირავებული ფერმერული სახლების სია აშშ-ში, 2019 წლის აგვისტოდან 2024 წლის აგვისტომდე 71%-ით გაიზარდა.CNN-ისთვის მიწოდებული კომპანიის მონაცემების თანახმად, Airbnb-ზე 2025 წლის პირველ კვარტალში ფერმის სახლების 1 მილიონზე მეტი ძიება განხორციელდა, რაც 20%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.წყარო: cnn.com