1750326447
ძვირადღირებული ფერმერული კურორტები, სადაც ღამის გატარება 3000 დოლარი ღირს - როგორია დასვენების მომავალი

წლების წინ, ფერმერული ცხოვრება ტალახთან, მძიმე სამუშაოსთან და დაუღალავ შრომასთან ასოცირდებოდა. თუმცა ბოლო დროს ტენდენცია შეიცვალა და დღეს Instagram-სა და TikTok ვიდეოებში ფერმერები გამომწერებს ულამაზეს გარემოს უზიარებენ, სადაც ჯანსაღი საკვები, სუფთა ჰაერი და ბუნებასთან სიახლოვეა ასახული.
უფრო მეტიც, მსოფლიოში ფეხს იკიდებს ფერმერული კურორტები, რომლებიც დამსვენებლებს ადგილზე ცხოვრების ყველანაირ უპირატესობას სთავაზობს.
მაგალითად, ტენესის დიდ კვამლიან მთისწინეთში, სტუმრებს შეუძლიათ დარჩნენ 4,200 ჰექტარზე გაშენებულ მაყვლის ფერმაში და ისიამოვნონ თევზაობით, ცხენებით ჯირითით, ღვინის მარნით და სხვა.
პორტუგალიის სან ლოურენსო დუ ბაროკალში, სტუმრები ტკბებიან საძოვრებით, სადაც პირუტყვი და ზეთისხილის ხეებია.
მექსიკის კურორტ სან ხოსე დელ კაბოში, Flora Farms სტუმრებს სთავაზობს ოთახებსა და სახლებს კულინარიის მოყვარულთათვის, მყუდრო ოჯახურ მამულში.
ხოლო პუერტო რიკოს აღმოსავლეთ მხარეს, 1,100 ჰექტარზე გაშენებული მონკაიოს ქონება მოიცავს 400 რეზიდენციას, 68 სტუმრების ოთახს, 100 ჰექტარზე გაშენებულ ფერმას და გოლფის მოედნებს ქედებზე.
ბევრი უძრავი ქონების ნომრების ფასი ღამეში 1000-დან 3000 დოლარამდე მერყეობს, ხოლო მონკაიოში დასრულებული რეზიდენციების ფასი 12 მილიონი დოლარიდან იწყება.
„აქ იქნება გოლფის მოედნები, ჩოგბურთი, ნავით გასეირნება კუნძულებზე. გამიკვირდება, თუ დღეების უმეტესობა ფერმაში მოგზაურობით არ დაიწყება ან დასრულდება“, - განაცხადა Juniper Capital-ის მონკაიოს განვითარების პრეზიდენტმა კარტერმა.
ჰანა ნილემანი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფერმერია, რომელსაც მხოლოდ Instagram-ზე 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის ხშირად აჩვენებს გამომწერებს, თუ როგორ კრეფს ახალ ბოსტნეულს თავისი ბაღიდან შვილებთან ერთად (მას რვა შვილი ჰყავს) და თავის საყვარელ ლატეს ამზადებს საღამოობით.
ასეთ საქმიანობაში ცნობილი ადამიანებიც ჩაერთნენ და ფერმაში მუშაობა ცხოვრების წესად გაიხადეს. მაგალითად, ცნობილია, რომ სუპერმოდელი დები ჯიჯი და ბელა ჰადიდები ხშირად ოჯახის 32 ჰექტარზე გაშლილ პენსილვანიურ ფერმაში ისვენებენ.
ტენდენციების პროგნოზირების ფირმა WGSN-ის უფროსი სტრატეგი ელისონ რისი, მიიჩნევს, რომ ფერმაში დასვენება უფრო მეტად პოპულარული ხდება და საკმაოდ დიდი მომავალიც აქვს.
Fortune Business Insights-ის თანახმად, გლობალური აგროტურიზმის ბაზარი, რომლის ღირებულება 2019 წელს 69.2 მილიარდი დოლარი იყო, 2032 წლისთვის 197.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
AirDNA-ს მონაცემებით, რომელიც მრავალ პლატფორმაზე მოკლევადიანი გაქირავების მონაცემებს აკონტროლებს, აღნიშნავს, რომ გაქირავებული ფერმერული სახლების სია აშშ-ში, 2019 წლის აგვისტოდან 2024 წლის აგვისტომდე 71%-ით გაიზარდა.
CNN-ისთვის მიწოდებული კომპანიის მონაცემების თანახმად, Airbnb-ზე 2025 წლის პირველ კვარტალში ფერმის სახლების 1 მილიონზე მეტი ძიება განხორციელდა, რაც 20%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
წყარო: cnn.com