ვის შეეძლება 750 ათას ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში

სესხი

ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის გაცემის წესი განსაზღვრა.

სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბრძანებით, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. თუმცა, იქვე განმარტებულია, რომ ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.

ის შეეძლება 750 ათას ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში

ბრაძანების მიხედვით, პირს უცხოურ ვალუტაში სესხის აღება შეეძლება თუ:

  • სესხის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 750 000 ლარს აღემატება.
  • სესხი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე;
  • სესხი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში;
  • საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის შესაბამის ვალუტაში.

ხორციელდება სესხის იმავე ვალუტაში რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია და იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა.

ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ აღნიშნული არ ვრცელდება სესხის თავდებზე, გარდა იურიდიული პირის და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნისა.

როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის გაცემის წესი მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება. ამავე ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა.