1752579533
ტრამპი ზელენსკის მიერ მოსკოვზე თავდასხმას, სავარაუდოდ, მხარს უჭერს - ამერიკული მედია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაინტერესდა, რამდენად შეუძლია უკრაინას, იერიში მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მიიტანოს - ამის შესახებ Financial Times და Washington Post-ი იმ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომლებსაც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარზე აქვთ ინფორმაცია.
"ვოლოდიმირ, მოსკოვს დაარტყამთ? სანკტ-პეტერბუგრსაც?" - ჰკითხა 4 ივლისს ჩანიშნული სატელეფონო ზარის დროს ტრამპმა ზელენსკის.
წყაროს ინფორმაციით, ზელენსკიმ ამისთვის მზაობა გამოხატა: "აბსოლუტურად. თუ თქვენ იარაღს მოგვცემთ" - განაცხადა მან.
წყაროს ინფორმაციით, ტრამპი ამ იდეას უჭერს მხარს. მისი თქმით, ამ სტრატეგიის მიზანია, ერთი მხრივ, "რუსებმა თავადაც იგრძნონ ტკივილი" და, მეორე მხრივ, კრემლი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართული ეს საუბარი მკვეთრად სცდება ტრამპის მანამდე გაჟღერებულ პოზიციას, რომლის თანახმადაც აშშ საგარეო კონფლიქტებში აღარ ჩაერეოდა. ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ საუბარში იკვეთებოდა უკრაინის დასავლელი მოკავშირეების მხრიდან ქვეყნის იარაღით მომარაგებისა და ომის მოსკოვში გადატანის მზარდი სურვილი.
საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა მოსკოვისგან გაფრთხილება მიიღო, რომ უკრაინის შეიარაღებითა და სადამსჯელო სანქციებით, იგი რუსეთს ბირთვულ ომში ითრევს.
1752655175
რუსეთში ქალების დეფიციტია - პუტინირუსეთი ქალების დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ პუტინმა მთავრობის წევრებთან დემოგრაფიულ საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რასაც The Moscow Times ავრცელებს.მისი თქმით, თუ საბჭოთა კავშირის დროს ცხრა კაცზე 10 ქალი მოდიოდა, ამჟამინდელი სტატისტიკა შეცვლილია და ქვეყანაში “ქალების დეფიციტია.”ვიცეპრემიერ ტატიანა გოლიკოვამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა და ქალების რაოდენობა ორი „დემოგრაფიული ტალღის“ შედეგად შემცირდა. პირველი ტალღა დიდი სამამულო ომის დროს, მეორე კი 1990-იან წლებში მოხდა და ორივემ „რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა.მთავრობის მონაცემებით, 2006 წლიდან რუსეთში რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობა 13%-ით, 39-დან 34 მილიონამდე შემცირდა, ხოლო 2046 წლისთვის, ოფიციალური პროგნოზით, კიდევ 20%-ით, 27 მილიონამდე შემცირდება.ამდენად, გოლიკოვას თქმით, მთავრობა მრავალშვილიანობაზე დებს ფსონს და თუ ოჯახში ერთი შვილიც არ არის, პლუს ერთი კი არა, ორი და სამიც უნდა იყოს.”რუსეთში შობადობა 200-წლიან მინიმუმზეათუმცა დემოგრაფიული ხვრელიდან რუსეთის გამოსაყვანად მრავალშვილიანობის, ტრადიციული ღირებულებებისა და აბორტის შეზღუდვების პროპაგანდა უძლური აღმოჩნდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დაბადებულთა რაოდენობა წლიურად კიდევ 4%-ით, 288,8 ათასამდე შემცირდა, რაც ქვეყნისთვის XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის შემდეგ მინიმუმია.ხელისუფლებამ ჯერ დეტალური დემოგრაფიული სტატისტიკა, ანუ თვეებისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები, შემდეგ კი რუსეთის მთლიანი მოსახლეობის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოვა.ხელმისაწვდომი მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში 1.222 მლნ ბავშვი დაიბადა, რაც 1999 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2023 წელთან შედარებით შობადობა 3,4%-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით მესამედზე მეტად შემცირდა. 2024 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის ბუნებრივი კლება 20%-ით დაჩქარდა და 596.2 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც, თვეში, საშუალოდ, მინუს 50 ათასი ადამიანი, ანუ დღეში 1.6 ათასი ადამიანია.2018 წელს პუტინმა, ეროვნულ პროექტ „დემოგრაფიის“ ფარგლებში, მოითხოვა, რომ რუსეთის გადაშენება, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგ მალევე დაიწყო, 6 წლის განმავლობაში შეჩერებულიყო. თუმცა შედეგი საპირისპიროა: ბუნებრივი კლება არათუ შენელდა, არამედ რამდენჯერმე დაჩქარდა და 2018-23 წლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობას 3.4 მლნ ადამიანით გადააჭარბა.გასულ წელს პუტინმა კვლავ დაისახა მიზნად, 2030 წლისთვის ბუნებრივი კლება ნულამდე შეამციროს.
1752558688
15 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +22, +27°, დღისით +29, +34°, მთაში ღამით +19, +24°, დღისით +27, +32°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +19, +24°, დღისით +34, +39°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +28, +33°; მაღალ მთაში ღამით +11, +16°, დღისით +25, +30°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +23 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+22 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+22°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +23°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+22°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+24°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+18°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+24°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+21°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+20°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+20°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით+18°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით+13°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+20°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+19°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით +18°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +19°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +11°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+16°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით+17°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით+18°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +12°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +22°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+22°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+23°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +23°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +39°, ღამით +23°.
1752477350
Bitcoin-ის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე $122 000-მდე გაიზარდაკრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსმა თბილისის დროით 11:00 საათისთვის 122 000 დოლარს პირველად გადააჭარბა.სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბიტკოინის კურსის ზრდა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ანალიტიკოსების აზრით, ეს ტენდენცია კრიპტოვალუტის მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების მზარდ ინტერესთანაა დაკავშირებულია.2025 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი თითქმის 25%-ით გაიზარდა. წინა მნიშვნელოვანი ნიშნული -110 ათასი დოლარი, ამ კრიპტოვალუტამ 22 მაისს გადალახა.
1752385819
13 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ივლისს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დაბლობში ღამით +21, +26°, დღისით +30, +35°, მთაში ღამით +14, +19°, დღისით +30, +35°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +28, +33°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით მთიან რაიონებში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +33, +38°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +30, +35°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +24, +29°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +22°, დღისით +37°.13-14 ივლისს:თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +21 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+21 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+22°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +22°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა ელჭექით. ცვალ. მიმ. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +23°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა ელჭექით. ცვალ. მიმ. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+21°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+21°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+16°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+23°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+19°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+20°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+20°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+18°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+13°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+19°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+18°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით +17°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +17°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალ. მიმ. ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალ. მიმ. ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +10°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შეს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+16°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+14°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით+17°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით+10°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით +21°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +22°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+22°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+21°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +21°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +23°.
1752300000
რომელია 2025 წლის ყველაზე საიმედო ავტომობილი - რეიტინგიამერიკულმა სააგენტო J.D. Power-მა Lexus-ი, Nissan-ი და Hyundai-ი ყველაზე საიმედო ავტომობილებად აღიარა - ამის შესახებ რეიტინგს Autonews ავრცელებს.სააგენტოს მიერ აშშ-ში ჩატარებულ 39-ე ყოველწლიურ კვლევა US Initial Quality Study-ში წლევანდელი მოდელის ავტომობილების 92.694 მფლობელი და მოიჯარე მონაწილეობდა. გამოკითხვა 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის ივნისამდე ჩატარდა და ძრავის მუშაობის, მულტიმედიური სისტემების, ინტერიერისა და საერთო ექსპლუატაციის გამოცდილების შესახებ 227 კითხვას მოიცავდა.მონაწილეებს ავტომობილის შეძენიდან პირველი 90 დღის განმავლობაში მათ მიერ წარმოქმნილი პრობლემების შესახებ ეკითხებოდნენ. რეიტინგი თითოეული ბრენდის 100 ავტომობილზე ასეთი შემთხვევების სიხშირის მიხედვით (problems per 100-РР100) შედგა.მასობრივი და პრემიუმბრენდების საერთო რეიტინგი ასეთია: Lexus (90 დღეში 100 ავტომობილზე 166 ხარვეზი - 166 РР100); Nissan (169 РР100); Hyundai (173 РР100); Jaguar (175 РР100); Chevrolet (178 РР100); Honda (179 РР100); Dodge (180 РР100); Kia (181 РР100); Buick (183 РР100); Genesis (183 РР100); Jeep (186 РР100); Subaru (187 РР100); Porsche (188 РР100). Lexus-ი საწყისი ხარისხის ყველაზე მაღალი საერთო რეიტინგის მქონე ბრენდია (166 PP100). პრემიუმბრენდებს შორის მეორე ადგილი Jaguar-მა (175 PP100), ხოლო მესამე Genesis-მა (183 PP100) დაიკავა. მასობრივი ბრენდებიდან ლიდერი Nissan (169 PP100) გახდა. მეორე ადგილზე Hyundai (173 PP100), ხოლო მესამეზე Chevrolet (178 PP100) გავიდა.ყველა ავტომობილს შორის ყველაზე მაღალი ინდივიდუალური ხარისხის შეფასება Volkswagen AG-ის Porsche 911-მა მიიღო (116 PP100), რაც წლევანდელი კვლევის საუკეთესო შედეგია.იმის მიუხედავად, რომ დიზაინთან დაკავშირებული პრობლემების რაოდენობა პრემიუმ და მასობრივი ბაზრის ავტომობილებში, დაახლოებით, ერთნაირია, დეფექტები და გაუმართაობები პრემიუმსეგმენტში უფრო ხშირია. ყველაზე დიდი სხვაობა ექსტერიერის ხარისხშია. კერძოდ, პრემიუმავტომობილებს, საშუალოდ, 4.2-ით მეტი პრობლემა აღმოაჩნდა, ვიდრე ხელმისაწვდომ მოდელებს და ამ მაჩვენებელში მთავარი წვლილი ახლად შექმნილი ბრენდების მწარმოებლებს მიუძღვით.