საჭიროების შემთხვევაში, ირანის ბირთვულ ობიექტებს ისევ დავარტყამთ - ტრამპი

მსოფლიო 1753168507
ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ირანს ისევ დაარტყამს. ამის შესახებ მან საკუთარ პლატფორმაზე, Truth Social-ზე დაწერა.

„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ირანის ბირთვულ ობიექტებზე: ზიანი ძალიან სერიოზულია, ისინი განადგურებულია. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, განადგურებულია და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ამას კიდევ გავაკეთებთ“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ აბას არაღჩიმ ინტერვიუ მისცა Fox News-ს, სადაც დაადასტურა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს სერიოზული ზიანი მიადგა. მიუხედავად ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ურანის გამდიდრებაზე უარს არ იტყვის.

აშშ-მა ირანში სამ ბირთვულ ობიექტს შეუტია. დონალდ ტრამპმა „შესანიშნავი სამხედრო წარმატების“ შესახებ 21 ივნისს გამოაცხადა და თქვა, რომ აშშ-ის ბომბდამშენებმა ფორდოს, ნათანზის და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს ისრაელთან ერთობლივი ძალისხმევით, რათა ირანის ბირთვული პროგრამა გაენადგურებინათ მას შემდეგ, რაც დიპლომატიურმა მცდელობებით ვერ შეძლეს თეირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება.