20 თეთრი - სახელმწიფოს სუბსიდირება - 1 კგ ყურძნისთვის

rtveli

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ რთვლის მოსამზადებელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2023 წელს სახელმწიფოს სუბსიდირება ყურძნისთვის 20 თეთრი იქნება, 1 კგ ყურძნის ფასი კი, 90 თეთრზე ქვევით არ ჩამოვა. მთავრობა ჩართული იქნება რთვლის ორგანიზებაშიც და პრემიერი მიიჩნევს, რომ გლეხი კმაყოფილი დარჩება.

იმედიანადაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიც. მისი განცხადებით, ღვინის ექსპორტი შარშან 30%-ით გაიზარდა, 2022-ში ქართული ღვინო რეკორდულად მაღალი ოდენობით - 103 მლნ ლიტრი (252 მლნ დოლარი) გაიყიდა მსოფლიოს 66 ქვეყანაში, ექსპორტი წელსაც მაღალი ზრდით გამოირჩევა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზეც.

იმის გათვალისწინებით, რომ წელს ავდრიანი გაზაფხული და ზაფხული გვქონდა, რაც გავლენას მოსავლის ხარისხზეც იქონიებს, შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ გლეხს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება, რადგან მთავრობა იმუშავებს კომპანიებთან და ისინი დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ.