არასტანდარტულ ვაშლზე სუბსიდია წელსაც გაიცემა

arastandartuli-vashli

სოფლის განვითარების სააგენტო, წელს, 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდიას გასცემს. სუბსიდია იმ კომპანიებზე გაიცემა, რომლებიც წელს, 15 დეკემბრამდე, ფერმერებისგან ამ კატეგორიის ვაშლს, მინიმუმ, 24 თეთრად შეიძენენ.

სუბსიდირება მოხდება „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელსაც იმუშავებს. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, წინასწარი მონაცემებით, წელს ქვეყანაში ამ კატეგორიის ვაშლის 50 000-იან მოსავალს ელიან და მთავრობა მის დაბინავებაზე ზრუნავს.

ამ მიზნით, სპეციალური ჯგუფიც შეიქმნება. მისი სამუშაო ვაშლის ჩაბარების პროცესის ადგილზე კოორდინირება იქნება. რაც შეეხება პროგრამაში მონაწილეობის სურვილის მქონე ხილის გადამმუშავებელ საწარმოებს - მათ რეგისტრაცია საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულად უნდა გაიარონ.