"ხემსი" მომხმარებელს საახალწლოდ სპეციალურ ბოქსებს შესთავაზებს

ხემსი

ჩირის მწარმოებელი კომპანია "ხემსი" მომხმარებლებს საახალწლოდ სპეციალურ ბოქსებს შესთავაზებს, სადაც 4 სახეობის ჩირი, ნატურალური ჩურჩხელები და სხვადასხვა სიურპრიზი დახვდებათ.

კომპანიის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ჩირზე მოთხოვნა გაორმაგებულია. ასევე, ხაშურში წარმოებული პროდუქტის შეძენა უკვე თბილისში, 3 ლოკაციაზეა შესაძლებელი.

"რეგულარულად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, რათა განისაზღვროს მომხმარებლის სეგმენტი, რადგან "ხემსი" არ არის მხოლოდ ჩირის მოყვარულთათვის, ის განსაკუთრებულ გემოს ქმნის მომხმარებლისთვის, აბრუნებს ბავშვობაში და მატებს ახალ, ბუნებრივ არომატებს.

დავამატეთ რამდენიმე სახეობის ხილი: მარწყვი, საზამთრო, ნესვი, შავი ქლიავი და უკვე გრილი არომატებიც. ასევე შოკოლადში ამოვლებული ქლიავის, ლეღვის და მანდარინის ჩირი," –აღნიშნავს სოფია გოგინაშვილი.

მომხმარებელს "ხემსის" პროდუქციის შეძენა ონლაინ, გამოწერის საშულებითაც შეუძლიათ. საახალწლო ბოქსების ფასი 20-დან 35 ლარამდე მერყეობს, ასევე ხელმისაწვდომია 50 და 100 გრ-იანი პაკეტები.

"სამომავლო გეგმები დაკავშირებულია, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზეც,  თუმცა ამ სიახლეებს საწარმოო წლის დასრულების შემდეგ გავაცნობთ მომხმარებლებს," - ამბობს "ხემსის" დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ "ხემსის" ჩირი და ჩურჩხელა ქართული ხილის ნედლეულზე უშაქროდ და ყველანაირი დანამატების გარეშე მზადდება. კომპანია ხაშურში, პანდემიის დროს შეიქმნა და ადგილობრივი ბაზრის ათვისებასთან ერთად "ხემსის" ჩირეული უკვე დედაქალაქშიც იყიდება. 

წყარო: ბიზნესპარტნიორი