ლურჯი მოცვის საბითუმო ფასები 5.5 ლარამდე შემცირდა

lurji-mocvi

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ის მიერ გავრცელებული ბაზრის მიმოხილვის მონაცემებით, ლურჯი მოცვის საბითუმო ფასი ივლისის ბოლოს ₾5.5-მდე ჩამოვიდა. ეს თითქმის ₾15-ით ნაკლებია ფასზე, რომელსაც ერთ კგ მოცვში ივნისის დასაწყისში იხდიდნენ. Galt & Taggart ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს: როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის რაოდენობას, ლარის გამყარებას და გლობალურ ტენდენციებს.

საქართველო, დღეისთვის, მე-7 ადგილს იკავებს გლობალურ ბაზარზე. მოცვის ბაღებში აქ ჰექტარზე 14.5 ტონა მოცვი იკრიფება. ამ კენკრის ბაღების საერთო ფართობმა გასული წლის ბოლოს 2000 ჰექტარს გადააჭარბა, მოსავლიანობა კი, 2019-იდან - 2023 წლამდე 8.5-ჯერ გაიზარდა. Galt & Taggart ვარაუდობს, რომ 2027 წლისთვის ლურჯი მოცვის წარმოება, წლევანდელი 4 მლნ კგ-იდან - 25 მლნ კგ-მდე გაიზრდება.