მიიღება განაცხადები მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშესაწყობად

magalmtiani

სოფლის განვითარების სააგენტო მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღებას აახლებს. განაცხადების მიღება თვის ბოლოს, 22 აგვისტოს 12:00 საათიდან დაიწყება და პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვამდე გაგრძელდება.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ერთ განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს, თანადაფინანსების სახით, წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების 50% მიიღოს, 30 000-იდან 100 000 ლარამდე.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების შემთხვევაში, თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების 60%-ს შეადგენს, 30 000-იდან 100 000 ლარამდე.

განაცხადის შეტანის მომენტისთვის, განმცხადებელი უნდა იყოს 18-იდან 35 წლის ჩათვლით - თუკი მამაკაცია და 18-იდან 40 წლის ჩათვლით - თუკი ქალია. წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულება კი, არ უნდა იყოს 500,000 ლარზე მეტი.

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა ქვეყნის ამ ნაწილში ახალი სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობაზე მუშაობს.