მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი იმპორტს 3-ჯერ აღემატება - სად ვყიდით და ვყიდულობთ საქონელს

მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი იმპორტს 3-ჯერ აღემატება - სად ვყიდით და ვყიდულობთ საქონელს

საქართველო იმაზე სამჯერ მეტ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვის ყიდის, ვიდრე ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან გავიდა 79,610 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი, იმპორტით კი 25,177 მლნ დოლარის შემოვიდა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, წინა, ანუ 2022 წელთან შედარებით გაზრდილია როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. იმპორტის ზრდამ თითქმის 605% შეადგინა, (2022 წელს 3,572 მლნ დოლარი) ექსპორტი (ადგილობრივი) კი მხოლოდ 37,2%-ით გაიზარდა (2022 წელს 57,970 მლნ დოლარი).

ჩვენ გთავაზობთ ქვეყნებს, სადაც 2023 წელს საქართველომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა. 

Top-5 იმპორტიორი ქვეყანა:

🔹 რუსეთი - 10,814 მლნ დოლარი

🔹 დანია - 5,408 მლნ დოლარი

🔹 ლატვია - 2,886 მლნ დოლარი

🔹 ესტონეთი - 1,518 მლნ დოლარი

🔹 ლიეტუვა - 846,1 ათასი დოლარი

რაც შეეხება ექსპორტს, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მხოლოდ 4 ქვეყანაში გავიდა:

🔹 ერაყი - 59,642 მლნ დოლარი

🔹 აზერბაიჯანი - 19,241 მლნ დოლარი

🔹 ირანი - 377,1 ათასი დოლარი

🔹 სომხეთი - 348,4 ათასი დოლარი