მსოფლიოს 45 ქვეყანაში შიმშილის შემაშფოთებელი მდგომარეობაა

mshieri

FAO-ს მოსავლის პროგნოზისა და სურსათის მდგომარეობის შესახებ უახლესი ანგარიშით ნათელი ხდება, რომ სურსათის კუთხით საგარეო დახმარებას მსოფლიოს 45 ქვეყანა საჭიროებს.

FAO მიიჩნევს, რომ სურსათის უსაფრთხოება პრობლემურია და ამის მიზეზია: მაღალი ფასები სასურსათო ბაზარზე, ეკონომიკური დაღმასვლა, ბუნებრივი კატაკლიზმები და შეიარაღებული კონფლიქტები.

ამ ქვეყნებს შორისაა: უკრაინა, ვენესუელა, აფრიკის 33 და აზიის 9 ქვეყანა. დოკუმენტის მიხედვით, ამ ქვეყნებში სურსათის ფასები ადგილობრივ დონეზეა მომატებული და მნიშვნელოვნად განსხვავდება FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მაჩვენებლისგან.