ქუთაისში სამაცივრე მეურნეობა მოეწყო

samacivre-meurneoba

ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისში სამაცივრე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა, სადაც 60 ადგილობრივია დასაქმებული, ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ 250 ტონა რძის პროდუქტებს შეინახავს.

ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ხორციელდება. პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს. პროგრამის ფარგლებში უკვე 400 ბიზნესი დაფინანსდა.

ამ დროისთვის, საპილოტე რეგიონებში 48 საწარმოა დაფინანსებული. მათი ნაწილი ახალია, ნაწილი კი, გადაიარაღდა. სახელმწიფოს ინვესტიციამ, პროგრამის ფარგლებში, 20 მლნ ლარი შეადგინა. 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა თანამედროვე სტანდარტები აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად კომპანია „ვათაგმა“. „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ მიღებული სესხის ოდენობა, მათ შორის, 640,000 ლარია, სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება - 384,000 ლარი.