1766644769
„რქაწითელსა“ და „კახურ მწვანეზე“ მთავრობა 20 თეთრის სუბსიდიას გასცემს
მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას, 1 კგ ყურძენზე - 20 თეთრს, ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც წლევანდელი რთვლის მოსავლიდან კახეთის რეგიონში დაკრეფილ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელს“ და/ან „კახურ მწვანეს“ შეიძენენ და გადაამუშავებენ, ყურძნის ჩამბარებელს კი, 90 თეთრზე ნაკლებს არ გადაუხდიან.
სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის მსურველი კომპანიები მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე, ნომერზე - 1501. 2023 წლის რთვლის გამართული ორგანიზებისთვის თელავში მდებარე საკოორდინაციო შტაბი წყვეტ რეჟიმში იმუშავებს.
1766811900
27 დეკემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, სანაპირო რაიონებში დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით -4, +1°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -4, +1°, დღისით +4, +9°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით -6, -1°, ზოგან +2°-მდე.
1766725440
26 დეკემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -4, +1°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -6, -1°, ზოგან +2°-მდე.
1766639050
25 დეკემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +3, +8°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით -2, +3°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, მაღალმთაში თოვლის სახით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +4, +9°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +2, +7°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით -3, +2°.
1766310712
ქვეყნები, სადაც საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველოსაქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მარკეტებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ყველაზე მაღალი თურქეთშია, ყველაზე დაბალი კი რუსეთში.უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს განახლებულ სტატისტიკაში 103 ქვეყანას შორის თურქეთი მე-18, რუსეთი კი 78-ე ადგილზეა.საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ასეთია: თურქეთი (მე-18 ადგილი) – 18.92 დოლარი; სომხეთი (53-ე ადგილი) – 12 დოლარი; აზერბაიჯანი (69-ე ადგილი) – 10.32 დოლარი; საქართველოს (77-ე ადგილი) – 9.76 დოლარი; რუსეთი (78-ე ადგილი) - 9.68 დოლარი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და ფასი 46 დოლარს აჭარბებს, ყველაზე იაფი კი პაკისტანშია (4.56 დოლარი).5 ქვეყანა, სადაც მარკეტებში 1 კგ ხორცის საშუალო ფასი შედარებით მაღალია, ასე გამოიყურება: შვეიცარია - 46.05 დოლარი; ნორვეგია - 30.26 დოლარი; სამხრეთ კორეა - 26.41 დოლარი; ლუქსემბურგი - 25.97 დოლარი; ავსტრია - 23.46 დოლარი. იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალი კი, სადაც საქონლის ხორცი შედარებით იაფია, ასეთია: პაკისტანი - 4.56 დოლარი; ნიგერია - 4.59 დოლარი; კენია - 5.15 დოლარი; ინდოეთი - 5.54 დოლარი; ნეპალი - 5.65 დოლარი.
1766307180
ყველაზე მაღალი ისლანდიაში, ყველაზე დაბალი თურქეთში - როგორია პენსიები ევროპის ქვეყნებშიევროპაში პენსია ხანდაზმული ადამიანების ძირითადი შემოსავლის წყაროა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის 28 ქვეყანაში 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები მთლიანი მოსახლეობის შემოსავლების დაახლოებით 86%-ს იღებენ.ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების მიხედვით, ბალტიისპირა ქვეყნებში ხანდაზმული მოქალაქეები მთლიანი შემოსავლების 70%-ზე ნაკლებს იღებენ, ხოლო ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ბელგია, დანია და შვეიცარია, ეს შემოსავლები 80%-ს აჭარბებს.2023 წლის მდგომარეობით, რაც ამჟამად უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემებია, ევროკავშირში ხანდაზმულთა საშუალო თვიური პენსია 1 443 ევროს ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიხედვით, ეს მონაცემები განსხვავებულია.უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, როგორია 65 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეთა თვიური პენსიის მოცულობა: ისლანდია - 3 169 ევრო; ლუქსემბურგი - 2 868 ევრო; დანია - 2 545 ევრო; ნორვეგია - 2 431 ევრო; შვეიცარია - 2 380 ევრო; ავსტრია - 2 156 ევრო; ნიდერლანდები - 2 118 ევრო; ბელგია - 2 021 ევრო; ირლანდია - 2 005 ევრო; ფინეთი - 1 901 ევრო; შვედეთი - 1 890 ევრო; იტალია - 1 757 ევრო; ესპანეთი - 1 654 ევრო; საფრანგეთი - 1 646 ევრო; გერმანია - 1 595 ევრო; ევროკავშირი - 1 442 ევრო; საბერძნეთი - 1 071 ევრო; კვიპროსი - 1 063 ევრო; პორტუგალია - 961 ევრო; მალტა - 916 ევრო; ჩეხეთი - 843 ევრო; სლოვენია - 787 ევრო; ესტონეთი - 699 ევრო; პოლონეთი - 699 ევრო; ლატვია - 540 ევრო; უნგრეთი - 511 ევრო; ლიეტუვა - 498 ევრო; რუმინეთი - 483 ევრო; სლოვაკეთი - 474 ევრო; ხორვატია - 464 ევრო; მონტენეგრო - 382 ევრო; ბულგარეთი - 373 ევრო; სერბეთი - 353 ევრო; ბოსნია და ჰერცეგოვინა - 305 ევრო; თურქეთი - 281 ევრო.



