საქართველომ თხილის ექსპორტიდან $77.2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

თხილი - სოფლის მეურნეობა

ქართული თხილის ექსპორტიდან ქვეყნისთვის შემოსავლები იზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 17 000 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 77.2 მლნ დოლარი შეადგინა.

ექსპორტირებული თხილის მოცულობა წლიურად 28%-ით, ღირებულება კი 10%-ით გაიზარდა.

ქართული თხილის ყველაზე დიდი მომხმარებელი იტალიაა, სადაც ამ პერიოდში 7 054 ტონა ქართული თხილის გავიდა, ექსპორტიორ ევროპულ ქვეყნებს შორისაა გერმანია (3 140 ტონა), ესპანეთი (478 ტონა), ჩეხეთი (445 ტონა), პოლონეთი (337 ტონა), ლიეტუვა (305 ტონა), საფრანგეთი (300 ტონა), ბულგარეთი (132 ტონა), საბერძნეთი (71 ტონა), ლატვია (70 ტონა), ესტონეთი (60 ტონა), ბელგია (41 ტონა), უნგრეთი (22 ტონა), ხორვატია (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე: სომხეთში (1 198 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (301 ტონა), რუსეთში (358 ტონა), საუდის არაბეთში (276 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ალჟირში (241 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (91 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (75 ტონა), თურქეთში (68), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), ტუნისში (27 ტონა),  გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).